ევროკავშირის წარმომადგენლობა – ევროკავშირი საქართველოსგან განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე ელოდება – თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება, შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში ვიზალიბერალიზაციის შეჩერების მექანიზმებთან დაკავშირებით და ამის საწინააღმდეგოდ ხელისუფლების მიერ გადასადგმელი ნაბიჯების შესახებ ინფორმაციას ავრცელებს.
როგორც „ფეისბუქ“ პოსტშია აღნიშნული, ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე და თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა, ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს.
„უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული. 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. 2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა. (იხილეთ სრული ანგარიში (ინგლისურად) https://bit.ly/3IPF0Lk)
ევროკავშირის რეკომენდაციებია ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება. ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება. (იხილეთ რეკომენდაციების სრული სია (ინგლისურად) https://bit.ly/4lCWqJS)
ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე. თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.