რადიკალები უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არ აინტერესებთ, არალეგიტიმურია მთავრობა და ცესკოო, მეორე წუთში -ში მიცუნცულდნენ, ნომერი შეგვინახეთო

რადიკალები უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არ აინტერესებთ, არალეგიტიმურია მთავრობა და ცესკოო, მეორე წუთში -ში მიცუნცულდნენ, ნომერი შეგვინახეთო
რადიკალები უპრინციპოები და უთავმოყვარეოები არიან, ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ, არალეგიტიმურია მთავრობა და ცესკოო, მეორე წუთში ცესკო-ში მიცუნცულდნენ, ნომერი შეგვინახეთო, – ამის შესახებ პარლამენტის დიასპორის საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ზარქუამ განაცხადა.
მისი თქმით, ცესკო თუ არალეგიტიმურია, რა ნომრების შენარჩუნებას ითხოვენ, შეიძლება, ისევ არჩევნებში ჩართვა მოუწიოთ თუ ბიუჯეტის დაფინანსება მოუნდათ?
„რადიკალები უპრინციპოები და უთავმოყვარეოები არიან. ჯერ თქვეს, ქვეყანა უფსკრულისკენ მიექანებაო და რა დროს არჩევნებიაო. ამ კვირაში აღმოჩნდა, რომ ნომრებს მისდევენ, ე მანდ, პარტიული ნომერი არ დავკარგოთო. ასეთი უპრინციპოები არიან. ზღაპრებს ჰყვებიან, რომ თურმე არჩევნები არ აინტერესებთ, არალეგიტიმურია მთავრობა და ცესკო, მეორე წუთში კი ცესკო-ში მიცუნცულდნენ და მანდ ნომერი შეგვინახეთო და განცხადება დაწერეს. თუ ცესკო არალეგიტიმურია, რა ნომრების შენარჩუნებას ითხოვენ? შეიძლება, ისევ არჩევნებში ჩართვა მოუწიოთ თუ ბიუჯეტის დაფინანსება მოუნდათ? ეს არის მათი სახე, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
მისი თქმით, „გახარია – საქართველოსთვის“ და „ლელომ“ არჩევნებში მონაწილეობაზე დაკვეთა მიიღეს.
„ხაზარაძე-გახარიამ რა უნდა გააკეთონ, ისედაც წყალწაღებულები იყვნენ. ახლა რა უნდა ქნან? პატრონების დაკვეთაა, ისევ ქაოსი და არეულობა იყოს. იმავე კარუსელზე არიან. რეზოლუციას რეზოლუციაზე მოარტყამენ, თითქოს, თვითმმართველობის არჩევნები გაყალბდაო. ჩარეცხილებისგან კი პატრონებმა შედეგი ვერ მიიღეს, ისინი გვერდზე გასწიეს და დანარჩენები ეჭვიანობენ – რატომ ხართ უპირატესობაში, ბოიკოტი რატომ არ გამოაცხადეთო? რა კონფიგურაციაც არ უნდა ჰქონდეთ, მათი სახელი კოლექტიური „ნაცმოძრაობაა“, რომელიც მილევად რეჟიმშია“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ.
Previous: საქართველოსთვის არ არსებობს ომში მხარე, ტენდენცია, მიკერძოება. მხოლოდ საკუთარი ეროვნული ინტერესი – მშვიდობით გავიაროთ ეს რთული და გარდამავალი პროცესი. არანაირი ვიზა, გრანტი და ბედნიერი მომავლის ილუზია გახდება მშვიდობის ალტერნატივა

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ძალიან მნიშვნელოვანია, ყველაფერი მოწესრიგდეს ქვეყანაში, მათ შორის ელექტროენერგიის მოხმარება მესტიის მუნიციპალიტეტში, უნდა დამკვიდრდეს სწორ პრინციპებზე დაფუძნებული მოხმარების სისტემა, ამას უზრუნველყოფს გამრიცხველიანება, რაც დაიწყება უახლოეს მომავალში

ირაკლი კობახიძე – ძალიან მარტივად რომ ვთქვათ, აშკარად აჭრილია ბატონი ფიშერი, საუბრობს ჩვენს მეგობარ ქვეყნებსა და ხალხებზე და, საბოლოო ჯამში, გამოდის, რომ მათ რაღაცნაირად უარყოფით კონტექსტში მოიხსენიებს, ეს არანაირ დადებით და სერიოზულ შეფასებას არ იმსახურებს

ირაკლი კობახიძე – რაც გააფუჭა უსამართლობამ, ის შეიძლება, გაასწოროს მხოლოდ სამართლიანმა მიდგომამ, ურთიერთპატივისცემაზე დაფუძნებულმა ურთიერთობებმა, ეს არის ჩვენი მოწოდება ამერიკელი კოლეგების მიმართ

პრემიერი – აშშ-ის წინა ადმინისტრაცია ყველაფერს აკეთებდა იმისათვის, რომ ოპოზიციას არ ესარგებლა საკუთარი მანდატებით, მოხარულები ვართ, რომ ახალი ადმინისტრაციის მიდგომა არის განსხვავებული, ზოგადად, ყველა პარტიამ პატივი უნდა სცეს საკუთარი ამომრჩევლის მიერ მიკუთვნებულ მანდატს