ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთზე… საფრანგეთი უკრაინის გვერდითაა – მაკრონი

საფრანგეთის პრეზიდენტი უკრაინის პრეზიდენტ ს ესაუბრა. საუბრის შემდეგ მან X-ზე დაწერა, რომ “ახლა, ისე როგორც არასდროს, უნდა ახსოვდეთ, რომ ევროპის უსაფრთხოება, თავისუფლება და მომავალი მჭიდრო კავშირშია უკრაინის ბედთან”.
ემანუელ მაკრონის თქმით, სწორედ ამიტომ, საფრანგეთი, პარტნიორებთან ერთად, კვლავ აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას.
ის აღნიშნავს, რომ ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა გასულ ხუთშაბათს მსურველთა კოალიციის შეხვედრაზე რომელსაც 30 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ასევე, პირველად, ამერიკის შეერთებული შტატების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ერთად, ჩვენ ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, რათა მივაღწიოთ უპირობო ცეცხლის შეწყვეტას და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის მოლაპარაკებებს. ამ მხრივ, მივესალმები ევროკავშირის მიერ დღეს დილას ს წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო ახალი პაკეტის მიღებას.
რუსეთის თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გაჭირვებაშიც და იმედშიც, საფრანგეთი დგას უკრაინის გვერდით – და ყოველთვის იდგება”, – წერს ის.