ბათუმში მოკლული მამაკაცის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს

ბათუმში, ერთ-ერთ რესტორანში, ცეცხლსასროლი იარაღით მოკლული უცხო ქვეყნის მოქალაქის ცხედარი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.
რესტორნის შიდა და გარე პერიმეტრზე სამართალდამცავები და ექსპერტ-კრიმინალისტები საგამოძიებო მოქმედებებს აგრძელებენ.
ასევე, ადგილზე მობილიზებულია სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადა, თუმცა დაშავებულების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.
ნინოშვილის ქუჩის დასაწყისში სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდულია, საგამოძიებო მოქმედებების გამო, ტერიტორია სამართალდამცავებს გადაკეტილი აქვთ.
მომხდართან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ორი მუხლით დაიწყო.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან