“მოსამართლე, არ გრცხვენიათ? რა თანხა ჩაიდეთ ჯიბეში? 26 წლის ბიჭის ცხოვრებას ანგრევთ?”– ანრი კვარაცხელიას დედა

ანრი კვარაცხელიას დედამ მოსამართლე ჯვებე ნაწყებიას, რომელმაც სინდისის პატიმარი დღეს 4 წლით და 6 თვით ციხეში გაუშვა, ტვ პირველის ეთერიდან მიმართა და თქვა:
მოლოდინი მქონდა, რომ ჩემს შვილს მიუსჯიდნენ, რადგან ჩვენ ისეთ ქვეყანაში ვცხოვრობთ, სამართალი ნაკლებად აინტერესებთ. ემოცია იყო, რომ ამ სიშორეზე ვარ და ძალიან ცუდი და მწარე იყო ჩემთვის ამ ციფრების გაგონება – 4 წელი და 6 თვე, თუმცა ანრიმ რომ დამირეკა ციხიდან, მან შემამზადა, დედა, ნუ გეშინია, ეს მხოლოდ ციფრებიაო. თითქოს მეც და ჩვენი ყველა დაკავებული ბიჭების დედები შევეგუეთ ამას, მაგრამ ეს დიდი ხანი არ გაგრძელდება ასე. მინდა მოსამართლე ნაჭყებიას ვუთხრა – რატომ აიფარეთ ხელი? რატომ გახვედით უცებ? არ გრცხვენიათ, რა თანხა აიღეთ და ჩაიდეთ ჯიბეში? რა გააკეთეთ დღეს? 26 წლის ბიჭის ცხოვრებას ანგრევთ? ვერ დაანგრევთ! თქვენს სადიზმს ბოლო მოეღება, სულ ცოტა დრო უნდა. ასევე მინდა პროკურორს მივმართო, გრცხვენოდეს, ქართველი კაცი ხარ და ფულის გულისთვის ასეთ რამეს არ უნდა აკეთებდე. ადვოკატებს დიდი მადლობა მინდა გადავუხაო. ის ბიჭები, ვინც ახლა ციხეში არიან, ნამდვიალდ საამაყოები არიან და მე მიხარია, რომ ჩემი შვილია ისეთი საამაყო ბიჭების გვერდით რომ არის და იმ დიდი ოჯახის წევრი რომ გახდა”. – თეა გელანტია.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – თბილისის შემოვლითი გზა 2030 წელს დასრულდება, სამტრედიის ხიდი – 2028 წლისთვის, გრიგოლეთის დარჩენილი, 6 კმ-იანი მონაკვეთი – ზაფხულის ბოლომდე, ხოლო ქობულეთის დარჩენილი 3 კმ – 2026 წლის ბოლომდე

ირაკლი კობახიძე – თამამად შემიძლია განვაცხადო, რომ კორუფცია ხელისუფლების ზედა ეშელონებში აღმოფხვრილი და დამარცხებულია! შემიძლია შევთავაზო ოპონენტებს, წარმოადგინონ თუნდაც ერთი ფაქტი ბოლო ერთი წლის პერიოდიდან