კაია კალასი – გამოვიყენებთ ყველა საშუალებას რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის პრევენციის, შეკავებისა და მათზე ეფექტური რეაგირებისთვის

ევროკავშირი ურყევად და ცალსახად გმობს ს მიერ განხორციელებულ მუდმივ მავნე საქმიანობას, – ამის შესახებ აღნიშნულია განცხადებაში, რომელსაც ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ავრცელებს.
მისი განმარტებით, ეს უფრო ფართო, კოორდინირებული და ხანგრძლივი ჰიბრიდული კამპანიების ნაწილია, რომლებიც მიზნად ისახავს ევროკავშირის, მისი წევრი სახელმწიფოებისა და მისი პარტნიორების უსაფრთხოების, მდგრადობისა და დემოკრატიული საფუძვლებისთვის საფრთხის შექმნას და ძირის გამოთხრას.
„ბოლო წლების განმავლობაში ვაკვირდებით რუსეთის, მათ შორის მისი სამხედრო დაზვერვის სამსახურის, რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს (გრუ) მიერ განხორციელებულ მავნე ქცევის სისტემატურ ნიმუშს. რუსეთი წლების განმავლობაში აწარმოებდა ჰიბრიდულ კამპანიებს ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ, ხოლო მავნე აქტივობები კიდევ უფრო გამწვავდა უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის დაწყების შემდეგ და დიდი ალბათობით, გაგრძელდება უახლოეს მომავალში. ეს წარმოადგენს საერთაშორისო სამართლისა და გაეროს კიბერსივრცეში სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი ქცევის ჩარჩოს აშკარა უგულებელყოფას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კაია კალასი ხაზს უსვამს, რომ რუსეთის დესტაბილიზაციის გამომწვევი ჰიბრიდული კამპანიები არ შემოიფარგლება მხოლოდ კიბერ სფეროთი და ასევე მოიცავს დივერსიის აქტებს, კრიტიკული ინფრასტრუქტურის მოშლას, ფიზიკურ თავდასხმებს, ინფორმაციის მანიპულირებასა და ჩარევას, ასევე სხვა ფარულ ან იძულებით ქმედებებს.
„ევროკავშირმა უკვე მიიღო შემზღუდავი ზომები რუსეთის ფედერაციის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სადაზვერვო სამმართველოს სამი დანაყოფის და გრუ-სთან დაკავშირებული მრავალი პირის წინააღმდეგ. ევროკავშირი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ასეთი მავნე ქცევა ვერ შეარყევს უკრაინისადმი ჩვენს მტკიცე და მუდმივ მხარდაჭერას. ევროკავშირს კვლავ მტკიცედ აქვს გადაწყვეტილი, გამოავლინოს და წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის ჰიბრიდულ საქმიანობას, რომელიც მიმართულია ევროკავშირისა და მისი წევრი სახელმწიფოების წინააღმდეგ და, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, მხარი დაუჭიროს მის უშუალო სამეზობლოს, განსაკუთრებით სა და მოლდოვას რესპუბლიკას“, – აღნიშნულია განცხადებაში.
კალასი ხაზს უსვამს, რომ ამ მტკიცე და თანმიმდევრული პოზიციის შესაბამისად, ევროკავშირი გააგრძელებს გადამწყვეტად მოქმედებას რუსეთის ჰიბრიდული საფრთხეების მიმართ სტრატეგიული მიდგომით.
„გავაგრძელებთ ჩვენი მდგრადობის გაძლიერებას, საერთაშორისო პარტნიორებთან, კერძოდ, ნატოსთან თანამშრომლობის გაღრმავებას შეთანხმებული პრინციპების სრული პატივისცემით და სრულად გამოვიყენებთ ყველა არსებულ საშუალებას რუსეთის ჰიბრიდული საქმიანობის პრევენციის, შეკავებისა და მათზე ეფექტური რეაგირებისთვის“, – აღნიშნულია განცხადებაში.