ჩეხეთმა კომუნისტური იდეოლოგიის პოპულარიზაცია კანონით აკრძალა

ჩეხეთმა კომუნისტური იდეოლოგიის პოპულარიზაცია კანონით აკრძალა
ჩეხეთის პრეზიდენტმა, პეტრ პაველმა ხუთშაბათს ხელი მოაწერა ქვეყნის სისხლის სამართლის კოდექსში ცვლილებას, რომელიც კომუნისტური იდეოლოგიის პოპულარიზაციას კრიმინალურ დანაშაულად აცხადებს და მას ნაციზმის პროპაგანდასთან ათანაბრებს
ახალი კანონმდებლობით ხუთ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრება ყველას, ვინც “აფუძნებს, მხარს უჭერს ან ხელს უწყობს ნაცისტურ, კომუნისტურ და სხვა მოძრაობებს, რომლებიც მიზნად ისახავს ადამიანების უფლებებისა და თავისუფალი ნების ჩახშობას – რასობრივი, ეთნიკური, ეროვნული, რელიგიური ან კლასობრივი სიძულვილის წაქეზებას“
ბოჰემიისა და მორავიის კომუნისტურმა პარტიამ (KSČM), რომელსაც ევროპარლამენტარი კატერინა კონეჩნა ხელმძღვანელობს და ამჟამად ახალი საარჩევნო ალიანსის, სახელწოდებით „სტაჩილო“ („საკმარისია“) წევრია, დაგმო ეს ნაბიჯი და მას პოლიტიკურად მოტივირებული უწოდა
ჯერჯერობით გაურკვეველია, როგორ გავრცელდება ახალი კანონი KSČM-ის მსგავს (კომუნისტური იდეოლოგიია) პარტიებზე. პარტიას ამჟამად პარლამენტში მანდატები არ აქვს, მაგრამ ბოლოდროინდელი გამოკითხვების თანახმად, მისი ალიანსი 5%-ზეა – ეს მაჩვენებელი საკმარისია ოქტომბრის არჩევნებში ქვედა პალატაში მოსახვედრად

ასევე დაგაინტერესებთ

ვიქტორ ყიფიანი – კობახიძე ევროპას გამოჯანმრთელებას უსურვებს, როცა მისი განცხადება სიჯანსაღით არ გამოირჩევა, ეს „ქართული ოცნების“ მხრიდან ცეცხლთან თამაშია – „ოცნება“ მიჰყვება გეგმას, რომელიც მარტო ადგილობრივი წარმომავლობის არ არის

პროკურატურა – ბრალი წარედგინა დანაშაულებრივი ჯგუფის 12 წევრს, რომელთაც მრავალჯერადად მიმართეს „სოფლის განვითარების სააგენტოს“ და ყალბი დოკუმენტების საფუძველზე სააგენტოსგან მიღებულ დიდი ოდენობით თანხებს მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლნენ