უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმი – რას აქვეყნებს EU–ს წარმომადგენლობა საქართველოში

ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოში უვიზო რეჟიმის შეჩერების მექანიზმთან დაკავშირებით წერს. განცხადებაში საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომლის შესასრულებლადაც ევროკავშირმა “ქართულ ოცნებას” ვადა აგვისტოს ბოლომდე ელოდება.
EU საქართველოს ხელისუფლებას ფუნდამენტური უფლებების დაცვაისა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმებისკენ მოუწოდებს.
ევროკავშირის წარმომადგენლობა აღნიშნავს, რომ თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს.
tvpirveli.ge განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
1. არსებული მდგომარეობა უვიზო მიმოსვლა ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების პატივისცემაზეა დამოკიდებული. 2025 წლის იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო მიმოსვლა საქართველოს სამსახურებრივი და დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის. 2024 წლის დეკემბერში ევროკომისიის ანგარიშში საქართველოზე სერიოზული შეშფოთება გამოითქვა. იხილეთ სრული ანგარიში (ინგლისურად) https://bit.ly/3IPF0Lk 2. რა არის ევროკავშირის რეკომენდაციები? ფუნდამენტური უფლებების დაცვა და თავისუფლებების შემზღუდავი კანონების გაუქმება. ანტიკორუფციული ძალისხმევის გაძლიერება. იხილეთ რეკომენდაციების სრული სია (ინგლისურად) https://bit.ly/4lCWqJS 3. რა ხდება შემდეგ? ევროკავშირი საქართველოსგან ელოდება განახლებულ ინფორმაციას აგვისტოს ბოლომდე. თუ საკითხები გადაუჭრელი დარჩება შესაძლოა ამას უვიზო რეჟიმის სრული შეჩერება მოჰყვეს.