თიბისი კონცეპტი, Visa და Turkish Airlines საქართველოში პირველ სამოგზაურო ბარათს ქმნიან

Turkish Airlines-თან კოლაბორაციით, მალე, კონცეპტი და Visa მომხმარებლებს კიდევ ერთ უნიკალურ პროდუქტს – Miles&Smiles ქობრენდ სამოგზაურო ბარათს შესთავაზებენ, რომელიც ექსკლუზიურად თიბისი კონცეპტ 360-ის და თიბისი Wealth Management-ის მომხმარებლებისთვის იქნება განკუთვნილი.
ერთობლივი სამოგზაურო ბარათის გამოშვების შესახებ ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ბრენდების წარმომადგენლებმა ხელი 12 ივნისს, სტამბოლში მოაწერეს, ბარათის ოფიციალური პრეზენტაცია კი, 17 ივლისს, თბილისში, ს სივრცეში გაიმართა.
უნიკალური დიზაინის მქონე, მეტალის სამოგზაურო ბარათი, რომლის მსგავსი პროდუქტიც საქართველოსბაზარზე ჯერ არ შექმნილა, მომხმარებლებს დაგროვების და განსაკუთრებული შეთავაზებებით სარგებლობისშესაძლებლობას ნებისმიერ ქვეყანაში მისცემს.
თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათით დაგროვება:
საქართველოში განხორციელებულ ტრანზაქციებზე დაგროვება მომხმარებლებს ზუსტად იმ პირობებით შეეძლებათ, რაც ახალი თიბისი კონცეპტის Visa Signature ბარათებით. მოგზაურობასთან დაკავშირებული ტრანზაქციების შემთხვევაში კი, დამატებით, Miles&Smiles მილებს დააგროვებენ.
Miles&Smiles მილების დაგროვებას მომხმარებლები საზღვარგარეთ მოგზაურობის ნებისმიერ ეტაპზე შეძლებენ. საქართველოს ფარგლებში კი, მათი დაგროვება, სასტუმროებსა და შიდა ფრენებზე განხორციელებულ ტრანზაქციებზე შეეძლებათ.
საერთაშორისო ობიექტების კატეგორიების ჩამონათვალი, სადაც მილები დაგროვდება, მრავალფეროვანია: შოპინგი, ტრანსპორტი, გართობა, კვების ობიექტები, სასტუმროები, სამოგზაურო სააგენტოები, სურსათი და სხვა.
დაგროვილი მილების დახარჯვა შესაძლებელი იქნება: Turkish Airlines-ის ბილეთების, თვითმფრინავში სასურველი ადგილის წინასწარ შერჩევის, ავიაბილეთის კლასის გაუჯობესების და ბარგის შესაძენად. ასევე, Turkish Airlines-ის ონლაინ მაღაზიაში შოპინგისას.

თიბისი კონცეპტის სამოგზაურო ბარათის აეროპორტის და სხვა სამოგზაურო უპირატესობები:
· თბილისსა და სხვა საერთაშორისო აეროპორტების ლაუნჯებში წელიწადში 30 უფასო ვიზიტი თანმხლებ პირებთან ერთად (მაქსიმუმ 4 თანმხლები ადამიანი თითო ვიზიტზე);
· თბილისსა და სხვა საერთაშორისო აეროპორტებში სწრაფი გასასვლელებით სარგებლობა თანმხლებ პირებთან ერთად (მაქსიმუმ 4 თანმხლები ადამიანი თითო ვიზიტზე) წელიწადში 30-ჯერ;
· განსაკუთრებული შეთავაზებები ტაქსის, ინტერნეტ როუმინგისა და სხვა სამოგზაურო კატეგორიებში.
ბარათის შეძენა მომხმარებლებს აგვისტოს თვიდან, პირადი ბანკირის დახმარებით შეეძლებათ.