ემანუელ მაკრონი – ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, მისი თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს – გაჭირვებაშიც და იმედშიც, საფრანგეთი დგას და ყოველთვის იდგება უკრაინის გვერდით

ახლახან ვესაუბრე პრეზიდენტ ზელენსკის, ახლა ისე, როგორც არასდროს უნდა გვახსოვდეს, რომ ევროპის უსაფრთხოება, თავისუფლება და მომავალი მჭიდრო კავშირშია უკრაინის ბედთან, – ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტი, სოციალურ ქსელში წერს.
მისი თქმით, სწორედ ამიტომ საფრანგეთი, პარტნიორებთან ერთად, კვლავ აგრძელებს უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას და ეს მხარდაჭერა კიდევ ერთხელ დადასტურდა გასული კვირის ხუთშაბათს მსურველთა კოალიციის შეხვედრაზე, რომელსაც 30 სახელმწიფოსა და მთავრობის მეთაური, ასევე, პირველად, შეერთებული შტატების წარმომადგენლები დაესწრნენ.
“ვზრდით ზეწოლას რუსეთზე, უპირობო ცეცხლის შეწყვეტისა და სამართლიანი და მდგრადი მშვიდობისთვის მოლაპარაკებების მიღწევის მიზნით. ამ მხრივ, მივესალმები ევროკავშირის მიერ დღეს დილით ს წინააღმდეგ სანქციების უპრეცედენტო ახალი პაკეტის მიღებას.
რუსეთის თავდასხმები დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს. გაჭირვებაშიც და იმედშიც, საფრანგეთი დგას – და ყოველთვის იდგება – უკრაინის გვერდით“, – წერს ზელენსკი.

ასევე დაგაინტერესებთ

თინათინ სტამბოლიშვილი: კახა კალაძე რომ ამბობს პროტესტის მონაწილე ქალებზე – გაუგებარი ჯიშის არიანო – მისთვის მართლაც გაუგებარია, რა ჯიშისაა ის ქართველი ქალი, რომელსაც არ ასვენებს უსამართლობა, კორუფცია, მისი ქვეყნის გაურკვეველი მომავალი