მედია: რა მისწერა კობახიძემ დონალდ ტრამპს – “ოცნება” წერილის გასაჯაროებაზე უარს ამბობს (ვიდეო)

რა წერილი მისწერა “ოცნებამ” ტრამპის ადმინისტრაციას, რომელიც ელჩ რობინ დანიგანის თქმით, მუქარის შემცველი, შეურაცხმყოფელი და არასერიოზული იყო – ამის შესახებ კითხვა დღეს “პირველების” ჟურნალისტმა ირაკლი კობახიძეს დაუსვა.

ამ კითხვაზე საპასუხოდ “ოცნების” პრემიერმა რობინ დანიგანზე იერიში მიიტანა და თქვა, რომ ყოფილი ელჩი “ჭორებით საუბრობს”.

“ის არის არა გადამდგარი, არამედ გადაყენებული ელჩი, გადაყენებული ელჩი როდესაც ჭორებით საუბრობს, ეს არ არის სერიოზული,  ამიტომ ამ საკითხზე ჩვენ არ გვჭირდება კომენტარების გაკეთება” – განაცხადა კობახიძემ. 

“ოცნების” პრემიერი ამტკიცებს, რომ მსგავსი შინაარსის წერილი ამერიკის ახალი ადმინისტრაციისთვის არ მიუწერია – “ეს ტყუილია”.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი სიორიძე – იმისთვის, რომ არჩევნებით დაამარცხო რეჟიმი, საჭიროა, არა უმრავლესობით მოგება, არამედ დამთრგუნველი, წამლეკავი უმრავლესობით მოგება – ვინც არჩევნებთან მიმართებით ნიჰილიზმს თესავს, ივანიშვილს დიდ საჩუქარს უკეთებს