კობახიძე ისევ “გლობალური ომის პარტიასა” და “საქართველოს ომში ჩართვაზე” ალაპარაკდა

ირაკლი ევროკომისიის მიერ ქართული ოცნებისთვის გაგზავნილი რეკომენდაციების პარალელურად ისევ “გლობალური ომის პარტიაზე” ალაპარაკდა და თქვა, რომ “საქართველოს ომში ჩართვას ახლა უფრო აქტიურად ითხოვენ”.
კობახიძის თეორიით, ამ მიზნის მისაღწევად ევროკავშირის სტრუქტურებსა და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებენ.
“დღეს უკვე აშკარაა, რომ არათუ შესუსტდა საქართველოს მიმართ რუსეთ-უკრაინის ომში მონაწილეობის მოთხოვნილება, არამედ ის კიდევ უფრო ძლიერდება, ამ მიზნის მისაღწევად კი, როგორც აღვნიშნეთ, გლობალური ომის პარტია ევროკავშირის სტრუქტურებს და ცალკეულ ბიუროკრატებს იყენებს.
კიდევ ერთხელ მკაფიოდ უნდა ვუთხრათ საზოგადოებას – საქართველოში მეორე ფრონტის გახსნის სურვილი იმდენად დიდია, რომ გლობალურმა ომის პარტიამ მთელი ევროპული ბიუროკრატია საქართველოზე თავდასხმის რეჟიმში გადააწყო, ხოლო ბერკეტად უვიზო მიმოსვლის გაუქმებას, მათ ხელში დარჩენილ ბოლო კოზირს განიხილავს. ჩვენი ქვეყნის ომში ჩართვის მსურველები ფიქრობენ, რომ თუ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლას თუნდაც მოგონილი საფუძვლით გააუქმებენ, საზოგადოებაში ამას იმ დონის მღელვარება მოჰყვება, რაც საბოლოოდ ხელისუფლების დამხობით და ქვეყნის სათავეში აგენტურის მოყვანით დასრულდება”, – თქვა მან ბრიფინგზე.
კობახიძემ -ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპზე ისაუბრა და “დიფ სტეიტზე” პროპაგანდისტული განცხადება გააკეთა. კობახიძის კონსპირაციით, “ბრძოლა, შესაძლოა, “დიფ სტეიტის” რებრენდიგით დასრულდეს.
“არაერთხელ გვითქვამს და კიდევ ერთხელ ვადასტურებთ, რომ პრეზიდენტ ტრამპს ვუსურვებთ წარმატებას დიფ სტეიტის წინააღმდეგ ბრძოლაში. თუმცა, ასევე ვიტოვებთ გონივრულ ეჭვს, რომ შესაძლოა ეს ბრძოლა არა დიფ სტეიტის დამარცხებით, არამედ მისი რებრენდინგით დასრულდეს, რისი მიზანიც აშშ-ს გვერდით გაწევა, ხოლო რუსეთ-უკრაინის ომში ევროპის სრული სიმძლავრით ჩათრევა და საბოლოოდ, ევროპისა და ს ერთდროულად დანგრევა შეიძლება იყოს”, – თქვა კობახიძემ.
ევროკომისია ქართული ოცნებისგან ფუნდამენტური უფლებების შემლახავი კანონების გაუქმებას ითხოვს.
რა წერია ევროკომისიის რეკომენდაციებში