„მეტროპოლმა“ ლისზე ახალი სუბურბანული პროექტის – „მეტროპოლ ლისის“ მშენებლობა დააანონსა

15 ივლისს, საღამოს 8.00 საათზე დეველოპერულმა კომპანია „მეტროპოლმა“ ლისზე ახალი სუბურბანული პროექტის — „მეტროპოლ ლისის“ — მშენებლობა ოფიციალურად დააანონსა და მშენებლობის საძირკველში, მომავალ მობინადრეებთან ერთად, სიმბოლურად კაფსული განათავსა.
კაფსულის ჩადების ცერემონია ლისის უნიკალური ხედების ფონზე, ცოცხალი მუსიკის თანხლებით, მშვიდ და მეგობრულ ატმოსფეროში წარიმართა. სტუმრებმა გრილი ჰაერით, პანორამული ხედებით ისიამოვნეს და მზის ჩასვლის ყურებით დატკბნენ.
ღონისძიებაზე მიწის უკვე არსებულ მფლობელებს განსაკუთრებული საჩუქარი გადაეცათ – უნიკალური ჯიშის ხეები დასარგავად.
„მეტროპოლ ლისი“ სუბურბანული პროექტია, რომელიც თავისი ხედებით, ეკოლოგიური სისუფთავით, სიმწვანითა და მომავალში აქ განვითარებული თანამედროვე არქიტექტურითა და ჭკვიანი ინფრასტრუქტურით, ადამიანებს ცხოვრებას სთავაზობს, როგორც დასვენებას და ამით მხარს უჭერს, მათ ყოველდღიურობაში მეტი სიმშვიდის, სიამოვნებისა და კომფორტის შემოტანას.
თბილისის ცენტრიდან სულ რაღაც 10 წუთის სავალზე სუბურბანულ პროექტში მცხოვრებ ადამიანებს საშუალება ექნებათ, იცხოვრონ როგორც ოჯახთან ერთად, ისე ინდივიდუალურად და ადგილზე, უბნიდან გაუსვლელად, მიიღონ მათთვის საჭირო და სასურველი ყველა მომსახურება თუ კომფორტი.
ლისის სუბურბანული პროექტი მოიცავს 70-ამდე მიწის ნაკვეთს, სარეკრეაციო და დეკორატიული მცენარეების ზონას, პადელის, ფეხბურთისა და კალათბურთის მოედნებს, ბავშვებისა და დიდებისთვის განკუთვნილ დასასვენებელ სივრცეებს, ღია კინოთეატრსა და ველობილიკებს. სუბურბანული სივრცის კომფორტი და უსაფრთხოება უზრუნველყოფილია ჭკვიანი სახლის თანამედროვე სისტემებით.
პოტენციურ მცხოვრებლებს კომპანია საჩუქრად გადასცემს სპეციალურად „მეტროპოლ ლისისთვის“ შექმნილი სახლების არქიტექტურულ პროექტებს.
არ აქვს მნიშვნელობა, რუტინულად მუშაობ თუ შენ განაგებ შენი დროის ძირითად ნაწილს – ლისის სუბურბანულ პროექტში ცხოვრება ჰგავს დასვენებას, რომელიც ბუნებასთან ახლოს ჩაიფიქრე;
დეველოპერული კომპანია „მეტროპოლი“ 2022 წელს დაფუძნდა, დღეისათვის მას აქვს დასრულებული პროექტი ბაგებში, 4 მიმდინარე პროექტი თბილისში და 3 პროექტი ბათუმში. კომპანია დღეს უკვე სთავაზობს სრულყოფილ გადაწყვეტილებებს უძრავი ქონებით დაინტერესებულ ნებისმიერ ადამიანს იმის მიხედვით, თუ რა ჩაიფიქრა მან – სახლი თბილისში თუ ზღვისპირას, ინვესტიცია თანამედროვე მოგებიან აპარტამენტში თუ ქალაქისგან მოშორებით ცხოვრება, როგორც დასვენება.
ინფორმაციას „მეტროპოლი“ ავრცელებს.