შესანიშნავი ახალი ამბავი – ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტს მწვანე შუქი აენთო, – ამის შესახებ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი, კიასტუტის ბუდრისი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს.
მისი თქმით, ამით ევროპა ახორციელებს სასანქციო დარტყმას, რომლის უგულვებელყოფაც რუსეთს არ შეუძლია და სანქციების სამიზნე რუსეთის ომის ეკონომიკის გულია.
„ჩრდილოვანი ფლოტის 100-ზე მეტ გემზე, 22 რუსულ ბანკზე დამატებითი სანქციებით, „ჩრდილოეთის ნაკადი 1“-ისა და 2-ის აკრძალვით და ნავთობის ფასების ლიმიტის შემცირებით, ჩვენ ვუზრუნველყოფთ, რომ რუსეთმა გააგრძელოს სისხლიანი ფულის ამოწურვის გზა“, – წერს ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი.
მისი თქმით, ევროკავშირის შემდეგ შეერთებული შტატების დროა.
„ევროკავშირმა გზა გაკვალა. ახლა იდეალური ქარიშხლის დროა – აშშ-ის სენატმა კენჭი უყაროს რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების კანონპროექტს, რომელიც დამანგრეველ ტვირთს აკისრებს რუსეთის ეკონომიკას და მათ, ვინც რუსეთის აგრესიულ ომს კვებავს“, – წერს კიასტუტის ბუდრისი.
