პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებული ანზორ კვარაცხელია – ჩემი საქმე შეკერილია – მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს მომისჯით, რადგან ამაყი ვარ, ჩემი ქვეყნის გვერდით რომ ვიდექი – დედიკოს მიმიხედეთ, როცა ჩამოვა, ემიგრანტი მყავს

ერთ რაღაცას გეტყვით, დედიკოს მიმიხედეთ, როცა ჩამოვა, რადგან ემიგრანტი მყავს, – ეს სიტყვები პოლიციელზე თავდასხმისთვის დაკავებულმა ანზორ კვარაცხელიამ განაჩენის გამოცხადებამდე სხდომათა დარბაზში განაცხადა.
მან საბოლოო სიტყვით ისარგებლა და განაცხადა, რომ მისი საქმე “შეკერილია”.
კვარაცხელიას განაჩნის გამოცხადებას ესწრებოდნენ მიმდინარე საპროტესტო აქციების ფარგლებში დაკავებულ პირთა მშობლები და ოჯახის წევრებიც.
მსჯავრდებულის სიტყვას დარბაზში მყოფები ემოციურად, ცრემლებით შეხვდნენ.
“დიდი მადლობა რომ შეწუხდით და ჩემს საქმეებზეც დადიხართ. ახლა მინდა ვთქვა, რომ არსებითი მნიშვნელობა არ აქვს, რამდენს მომისჯით, იქიდან გამომდინარე, რომ დღეს ძალიან ამაყი ვარ, ჩემი ქვეყნის გვერდით რომ ვიდექი. რაც შეეხება ჩემს საქმეს, ეს საქმე არის შეკერილი, ვერც თავი გავივე და ვერც ბოლო, რას და რატომ მედავებიან.
ერთ რაღაცას გეტყვით, დედიკოს მიმიხედეთ, როცა ჩამოვა, რადგან ემიგრანტი მყავს.
გკოცნით და ძალიან მიყვარხართ”,- განაცხადა კვარაცხელიამ.
“ჩვენ ყველანი შენი მშობლები ვართ შვილო”,- მიმართეს კვარაცხელიას სხვა ბრალდებულებისა და მსჯავრდებულების მშობლებმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ბექა ქურხული: ვინც რუსების ფსევდო ერთმორწმუნეობაზე და რუსოფობიაზე ბევრს ლაპარაკობთ და მათზე ლოცვით მუხლებს იტყავებთ, რამდენად ხართ მზად, თქვენი შვილები რუსებმა თავის დამპყრობლურ ომებში გაირეკონ?

ირაკლი აბესაძე: ტრამპ თაუერში ბინების კვადრატული მეტრის ფასი 15,000 დოლარამდე ავაო. ვის წარმოგიდგენიათ ვინმე, ვინც 5 მილიონს ან შეიძლება 10 მილიონსაც გადაიხდის ბინაში, კორპუსში დელისის მეტროსთან და კალაძის საცობებში