გრიგოლ გეგელია – ვაშინგტონში არის ძალიან ძლიერი ორპარტიული კონსესუსი საქართველოს საკითხის ირგვლივ, ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მაღალია – ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე

აშშ-ში ვიზიტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად ვისახავთ “MEGOBARI აქტის” დაჩქარებულად მიღების ლობირებას – მე შემიძლია ვთქვა, რომ ვაშინგტონში არის ძალიან ძლიერი ორპარტიული კონსენსუსი საქართველოს საკითხის ირგვლივ, ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მაღალია, – ამის შესახებ „ლელო-ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა გრიგოლ გეგელიამ განაცხადა.
როგორც გეგელიამ აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრებს მართავენ ვაშინგტონში, კონგრესში და სენატში. მისივე თქმით, უკვე ჰქონდათ შეხვედრა რამდენიმე კონგრესმენთან და ეს შეხვედრები გრძელდება, ამავე დროს, შეხვედრები გამართეს სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტში.
„ჩვენ ამ ვზიტის ერთ-ერთ მთავარ ამოცანად, ბუნებრივია, ვისახავთ “MEGOBARI აქტის” დაჩქარებულად მიღების ლობირებას ჩვენს მეგობრებთან, კლეგებთან და პარტნიორებთან ერთად. ჩვენი გზავნილი არის ის, რომ “MEGOBARI აქტი”, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იყოს მიღებული ქართველი ხალხის და ჩვენი დემოკრატიული პროცესების მხარდასაჭერად და ამავე დროს, ბუნებრივია, ვსაუბრობთ პოლიტპატიმრებზე, ესენი იქნებიან პოლიტიკური ლიდერები, თუ აქტივისტები და მოქალაქეები მათი დაუყოვნებლივ გათავისუფლების აუცილებლობაზე, ისევე, როგორც ახალი საპარლამენტო ს ჩანიშვის აუცილებლობაზე. მე შემიძლია ვთქვა, რომ ვაშინგტონში არის ძალიან ძლიერი ორპარტიული კონსესუსი საქართველოს საკითხის ირგვლივ, ჩვენი მხარდაჭერა ძალიან მაღალია. ყველას კარგად აქვს გააზრებული, რომ ჩვენ უნდა ვიბრძოლოთ ბოლომდე, უნდა ვიყოთ აქტიურად, მხნედ და რა თქმა უნდა, შევძლოთ ყველა შესაძლებლობის გამოყენება იმისთვის, რომ ბოროტმოქმედი რუსული რეჟიმი დამარცხდეს და დასუსტდეს იმისთვის,რომ საქართველოს დავუბრუნოთ ევროატლანტიკური გზა და მისწრაფება“,- განაცხადა გეგელიამ.