ფრიდრიხ მერცი: უკრაინას შორი რადიუსის იარაღს ძალიან მალე მივაწვდით

17 ივლისს გერმანიის კანცლერმა, ფრიდრიხ მერცმა განაცხადა, რომ შორი რადიუსის გერმანულ სარაკეტო სისტემებს “ძალიან მალე” მიიღებს.

გაერთიანებულ სამეფოში გამართულ პრესკონფერენციაზე მერცმა აღნიშნა, რომ უკრაინას თავისი თავდაცვის გასაუმჯობესებლად, შორ მანძილზე დარტყმების შესაძლებლობები სჭირდება და დაამატა, რომ “ძალიან მალე, უახლოეს პერიოდში”  ამ მიმართულებით დამატებით მხარდაჭერას მიიღებს.

მერცმა მიანიშნა, რომ ეს სისტემები შესაძლოა უკრაინაში უკვე რამდენიმე კვირაში განთავსდეს.

“უკრაინა ბევრად უკეთეს მდგომარეობაში იქნება, შეძლებს ამ სისტემების გამოყენებას და უახლოეს კვირებსა და თვეებში მათი ოპერირების მიმართულებით ჩვენს მხარდაჭერას მიიღებს” – განაცხადა მან.

მანამდე, გერმანიის მიერ Taurus-ის ტიპის შორი რადიუსის ფრთოსანი რაკეტების გადაცემას ს საგარეო სამინისტროს სპიკერი, გამოეხმაურა და თქვა, რომ “რუსეთი თავის უფლებად მიიჩნევს, გამოიყენოს იარაღი და დაარტყას იმ ქვეყნების სამხედრო ობიექტებს, რომლებიც სხვებს თავისი წარმოებული შეიარაღების რუსეთის წინააღმდეგ გამოყენების საშუალებას მისცემენ.”