როგორ შეაფასეს “ვილიარეალთან” მამარდაშვილის თამაში?

ლა ლიგის მე-19 ტურში „ვალენსიამ“ სახლში 3:1 სძლია “ვილიარეალს”. მასპინძელთა გუნდის მეკარე გიორგი მამარდაშვილმა მორიგი კარგი მატჩი ჩაატარა და ანალიტიკური საიტებისგან დადებითი შეფასებები დაიმსახურა:
Sofascore 7.1, flashscore 7.0, Whoscored 6.9.
ამ მომენტისთვის “ვალენსია” 26 ქულით მეცხრე ადგილზეა და მომდევნო მატჩს 7 იანვარს თასზე გასვლაზე „კარტახენასთან“ ჩაატარებს.