მედია – ევროკავშირის ელჩებმა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი, შესაძლოა, დღეს მიიღონ

რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტი, შესაძლოა, დღეს დაამტკიცონ, – ინფორმაციას უკრაინული მედია ევროკავშირის დიპლომატებზე დაყრდნობით ავრცელებს.
წყაროებმა, რომლებმაც მედიასთან ანონიმურობის დაცვის პირობით ისაუბრეს, განაცხადეს, რომ დღეს დილით დაგეგმილია ევროკავშირის მუდმივი წარმომადგენლების კომიტეტის (Coreper) რიგგარეშე სხდომა, რომელზეც, შესაძლოა, ს წინააღმდეგ სანქციების მე-18 პაკეტი დამტკიცდეს.
„მალტისა და ს მიერ შენიშვნების მოხსნის შემდეგ, სანქციების მე-18 რაუნდი შესაძლოა დილით დამტკიცდეს, რისთვისაც Coreper-ის რიგგარეშე შეხვედრა იგეგმება“, – განაცხადა ერთ-ერთმა დიპლომატმა.
უკრაინული მედიის განმარტებით, ეს შესაძლებელს ხდის, რომ რუსეთის საწინააღმდეგო სანქციების ახალი პაკეტი საბოლოოდ დამტკიცდეს ევროკავშირის ზოგადი საქმეთა საბჭოს სხდომაზე, რომელიც ასევე დღეს გაიმართება.
შეგახსენებთ, მანამდე ცნობილი გახდა, რომ სლოვაკეთი და მალტა რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-18 პაკეტზე ვეტოს მოხსნას გეგმავენ.

ასევე დაგაინტერესებთ

პაველ ჰერჩინსკი: რეპრესიების შეჩერება, უსამართლოდ დაკავებულთა გათავისუფლება, რეპრესიული კანონმდებლობის გაუქმება და ღია დიალოგი არის ერთადერთი გზა კრიზისის მოგვარებისა და ევროკავშირის გზაზე დაბრუნებისთვის

ბერდია სიჭინავა – კობახიძემ ასე თუ გააგრძელა, ბრიუსელში მიწვევა კი არა, ცეკვის ანსამბლისთვის მოგვიწევს მისი გაყოლება – „ქართული ოცნება“ ყველაზე გაიძვერა, ფლიდ ორგანიზაციად ჩამოყალიბდა