ქვილითაიამ “აპოელი” მარცხისგან იხსნა [VIDEO]

კვიპროსის ჩემპიონატის მე-17 ტურში გიორგი ქვილითაიამ “აპოელი” “აპოლონთან” გასვლით მატჩში მარცხისგან იხსნა – 2:2.
ლაშა დვალმა და ქვილითაიამ სტუმართა გუნდში შეუცვლელად ითამაშეს, გიორგიმ კი მეტოქის კარი კომპენსირებულ დროში დალაშქრა. მან მიმდინარე ტურნირზე ჩატარებულ მე-13 შეხვედრაში მეხუთე გოლი გაიტანა.
“აპოელი” 39 ქულით ლიდერია და მომდევნო მატჩს 6 იანვარს სახლში “ანორთოსისთან” ჩაატარებს.
აპოლონი – აპოელი 2:2
გოლები: 1:0 კოლი (32), 2:0 ეკპოლო (36), 1:2 მარკინიოსი (47), 2:2 ქვილითაია (90+6)