თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა

თავდაცვის მინისტრმა სამხედრო მოსამსახურეები დააჯილდოვა
საქართველოს ვიცე-პრემიერმა, თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ჩიქოვანმა თავდაცვის უწყების წარმომადგენლები 30-წლიანი სამსახურისთვის უწყებრივი მედლებით დააჯილდოვა.
უწყებრივი მედალი – „საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სისტემაში 30 წელი სამსახურისათვის“ გენერლებს, ოფიცრებს, სერჟანტებსა და სამოქალაქო პირებს გადაეცათ.
მინისტრმა მათ ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისა და განმტკიცების საქმეში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მადლობა გადაუხადა. ირაკლი ჩიქოვანმა სიტყვით გამოსვლისას ხაზგასმით აღნიშნა ქვეყნის წინაშე სამხედროების მრავალწლიანი ღირსეული სამსახური და დამსახურება.
ღონისძიებაზე შესრულდა სახელმწიფო ჰიმნი; თავდაცვის უწყების წარმომადგენლებმა პატივი მიაგეს საქართველოს ერთიანობისათვის ბრძოლაში, ასევე სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპულ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.
ღონისძიებას თავდაცვის სამინისტროს „არმიჰოლში“ თავდაცვის მინისტრის მოადგილეები და თავდაცვის ძალების სხვადასხვა სტრუქტურული ერთეულის ხელმძღვანელები დაესწრნენ.

ასევე დაგაინტერესებთ

ზაალ ანჯაფარიძე: თუ წინა წლებში მავნებელთა შეგნებულად გავრცელებულ დეზინფორმაციაზე ზოგჯერ წაყრუებაც ხდებოდა, ახლა ეს კომფორტი დეზინფორმატორებს აღარ აქვთ და რეაგირება არის მყისიერი და მკაცრი

ჯაბა ხუბუა: არც პირადად მე და ინციდენტში მონაწილე არცერთ ადამიანს ელიზბარაშვილის წინააღმდეგ საჩივარი არ შეუტანია, საქმე აღძრა სამართალდამცავმა უწყებამ. სხვა ყველაფერი დანარჩენი არის დაინტერესებული მხარის ინტერპრეტაცია და მტკნარი სიცრუე, რომელსაც რეალობასთან არავითარი კავშირი არა აქვს