“მოწმე” ამტკიცებს, რომ შსს–ს ფორმა ქუჩაში გაიხადა და გადააგდო – “უშუალო უფროსი იყო მიხეილ ლამაზიშვილი”

ფოტოკოლაჟი – ტვ პირველი
საქალაქო სასამართლოში 11 პირის საქმე მიმდინარეობს – უკვე მეორე სპეცრაზმელი ადასტურებს, რომ ნოემბერ/დეკემბრის აქციების დროსს, ხალხის დასარბევად ქუჩებში გაყვანილ სპეცრაზმელებს სპეციალურ ეკიპირებაზე პერსონალური ნომრები ჰქონდათ მინიჭებული.
გდდ-ს თანამშრომელი, გიორგი გობრონიძე დღეს სხდომაზე ამტკციებდა, რომ პროევროპულ აქციაზე დამწვრობა მიიღო, მაგრამ თქვა, რომ არ იცის, ვინ რა ისროლა ფეიერვერკი.
გობრონიძე ირწუმენა რომ დაეწვა ფორმაც, მაგრამ იქვე გაიხადა და იქვე გადააგდო.
დღევანდელ პროცესზე ასევე დასახელდა კონკრეტული მეთაურების სახელები და გვარები, რომლებიც ბრძანებებს იღებდნენ და ასევე გაირკვა, რომ სპეცრაზმელებს არანაირ გადამზადება არ ჰქონდათ გავლილი, როგორ უნდა მოეხდინათ აქციის დაშლა.
ადვოკატი ომარ ფურცელაძე: გქონდათ ამომცნობი ნიშანი თქვენს დანაყოფს? თქვენ რა ნომერი იყავით. მოწმე გიორგი გობრონიძე: დიახ, 106 ნომერი ვიყავი ადვოკატი ომარ ფურცელაძე: რა პრინციპით ხდება ნომრის მინიჭება ცნობილია? მოწმე გიორგი გობრონიძე: არაა ცნობილი ადვოკატი ომარ ფურცელაძე: ვინაა თქვენი უშუალო ხელმძღვანელი? მოწმე გიორგი გობრონიძე: საჭიროა? რატომ? ადვოკატი ომარ ფურცელაძე: იმიტომ რომ ადვოკატი ვარ და ბიჭები უნდა დავიცვა მოწმე გიორგი გობრონიძე: დაზიანების დღეს ჩემი უშუალო უფროსი იყო მიხეილ ლამაზიშვილი. ადვოკატი ომარ ფურცელაძე: რა ჩაცმულობა ჰქონდა ხელმძღვანელს? მოწმე გიორგი გობრონიძე: გდდ-ს ჩვეულებრივი ფორმა ეცვა, რობოკოპი არ ეცვა. არ ვიცი ნიღაბი ეკეთა თუ არა ადვოკატი ომარ ფურცელაძე: არ გინახავთ იმ დღს? მოწმე გიორგი გობრონიძე: იმ მომენტში არ დამიფიქსირებია. გამოსვლამდე ვნახე და არ ეკეთა ნიღაბი არ იყო საჭირო, მერე არ დამიფიქსირებია…. ჯგუფის უფროსს აძლევენ დავალებას და ჯგუფის უფროსი ჩვენ ადვოკატი ომარ ფურცელაძე: ვინ იყო ჯგუფის უფროსი? მოწმე გიორგი გობრონიძე: არ ვიცი ადვოკატი ომარ ფურცელაძე:დავალებებს ვინ გაძლევდათ არ იცით? მოწმე გიორგი გობრონიძე: რაციაში გადმოგვცემდნენ დავალებას, მე რა ვიცი…
ადვოკატების თქმით, რადგან საქმეში უკვე გდდ-ს ორი თანამშრომლის ჩვენება დევს, რომლებიც ადასტურებენ, რომ სპეცრაზმელებს სპეციალური ნომრები ჰქონდათ მინიჭებული, რთული გასარკვევი არ უნდა იყოს იმ სპეცრაზმელების ვინაობის დადგენა, რომლებსაც სამოქალაქო აქტივისტები სასტიკ ძალადობაში, მუქარასა და შეურაცმყოფელ მიმართვებში ადანაშუალებენ.
“დღევანდელ სხდომებზე დავკითხეთ 2 მოწმე, გდდ-ს თანამშრომლები, რომლებმაც ფაქტობრივად ძალიან უხერხულ მდგომარეობაში ჩააყენეს კოკა კაციტაძის უწყება, ვინაიდან ყველა ის მიზეზი რაზეც სპეციალური საგამოძიებო სამსახური უთითებდა, თუ რატომ იყო შეუძლებელი კონკრეტული მოძალადეების იდენტიფიცირება, პოლიციის რიგებიდან უარყვეს სასამარლოში, ფიცის ქვეშ და დაადასტურეს ის ფაქტი, რომ არსებობდა მათ შორის ამომცნობი ნიშნები. არსებობდნენ კონკრეტული ხელმძღვანელები, რომელთა ვინაობაც დღეს გაჟღერდა სასამართლო სხდომის დარბაზებში. გამოკითხვების ფარგლებში დავადგინეთ, რომ არცერთ მათგანს არ ჰგონიათ გავლილი სპეციალური მომზადება, რომელიც მათ მისცემდა მინიმალურ ცოდნას და უნარებს აქციის მართვასთან, ან მასობრივ, ესეთ შეკრებების ფარგლებში საპოლიციო ღონისძიებებთან დაკავშირებით. ადამიანები, ფაქტობრივად, კონკრეტული თანამშრომლები გდდ-სი ამბობენ, რომ მათი დავალებები მთლიანად დამოკიდებული იყო იმ ხმაზე, რომელსაც გაიგებდნენ ადგილზე ყოფნისას. არ არსებობდა არავითარი კონკრეტული, გრძელვადიანი გეგმა, სამოქმედო გეგმა და რაც მთავარია არ არსებობდა რისკების შეფასების ინსტრუმენტები. მოუმზადებლობა, არათანმიმდევრულობა და კონკრეტული სამოქმედო გეგმის არარსებობა მიანიშნებს იმას, რომ თუ ვინმე აქციაზე დაზიანდა, მათ შორის პოლიციის რიგებიდან, მათ დაზიანებაში მინიმუმ 50%-იანი წვლილი მიუძღვის საპოლიციო ღონისძიებებს, ავტორებს და შემსრულებლებს,” – აცხადებს ადვოკატი ომარ ფურცელაძე.

ასევე დაგაინტერესებთ

რატი იონათამიშვილი ევროპარლამენტის განცხადებაზე – დღეს რადიკალების აქციაა და ამ ჩავარდნილ აქციას რომ სული შეუბერონ, უქმე დღეს უნდათ სამსახურში გამოიყვანონ აგენტურა – სცენარიც ნაცნობია და შედეგიც: კიდევ უფრო მეტად ჩავარდნა

მამუკა მდინარაძე – ევროკავშირში გაწევრიანების პროცესზე უარი თქვენ თქვითო და პროტესტს ამით კვებავდნენ, თურმე „ავტორიტარული მმართველობის“ ბრალია და კურსი უნდა შევცვალოთ – როგორც ჩანს, ვიზალიბერალიზაციით შანტაჟი არ ჭრის და დამატებითი ზომებია საჭირო