იყო თუ არა პირველი კომუნიკაციის შემდეგ კიდევ ერთი ზარი ბიძინა ივანიშვილსა და ემანუელ მაკრონს შორის – ევროპის საკითხებში საფრანგეთის მინისტრი “პირველებთან” ექსკლუზიური ინტერვიუში ამბობს, რომ მეორე კომუნიკაცია ორი ქვეყნის უმაღლეს პირებს შორის აღარ შემდგარა, არადა პირველი ზარის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მაკრონს და ივანიშვილს შორის ერთი თვის შემდეგაც უნდა შემდგარიყო კომუნიკაცია.
- ივანიშვილსა და მაკრონს შორის სატელეფონო საუბარი გასული წლის დეკემბერში შედგა.
პირველების რეპორტიორი: დეკემბერში პრეზიდენტ მაკრონსა და ბიძინა ივანიშვილს შორის შედგა სატელეფონო საუბარი. შემდეგ ისინი შეთანხმდნენ, რომ ერთ თვეში კიდევ ერთი ტელეფონო კომუნიკაცია შედგებოდა. იყო თუ არა ამის შემდეგ კიდევ ერთი ზარი?
ბენჯამინ ჰადადი: პრეზიდენტ მაკრონს საქართველო ძალიან ადარდებს, ამიტომაც ჰქონდა მას სატელეფონო ზარი ბიძინა ივანშვილთან . პრეზიდენტმა გადასცა ის მესიჯი, რასაც მე ახლა გეუბნებით. ჩვენ უარვყობთ და ვგმობთ რეპრესიებს, ჩვენ გვინდა გაიხსნას ინკლუზიური პროცესი და ჩვენ გვინდა პატივისცემაზე დაფუძნებული , მშვიდობიანი დიალოგი პოლიტიკურ ძალებს შორის, რამაც შეიძლება ახალ არჩევნებამდე მიგიყვანოთ. ამ მესიჯის გავრცელებას ჩვენ სხვადასხვა არხების მეშვეობით და დიპლომატიური არხების ემშვეობით გავაგრძელებთ . ჩვენ გვაქვს საელჩო და გვყავს ელჩი საქრთველოშიი. საქრთველო კანდიდატის სტატუსის მატარებელი ქვეყანაა და ეს გულისხმობს პასუხისმგელობას და ვალდებულებას დაიცვა კანონის უზენაესობა, სასამართლო, მედია და ოპოზიციის თავისუფლება.
პირველების რეპორტიორი: მინისტრო, როგორც მივხვდი, მაკრონსა და ივაNშვილს შორის კიდევ ერთი ზარი აღარ ყოფილა, ხომ?
ბენჯამინ ჰადადი: არააა, პრეზიდენტ მაკრონსა და იავNშივილს შორის მხოლოდ ერთ სატელეფონო საუბარი იყო .