დავაკავეთ „კოკოშკა“, „ფარეხელა“, „უწყლო“, „ბელეშა“, „ჯაგა“, „ჩინელა“, „სტალინა“, „ფოხრე“, ხოლო „ჭინკა“-ს და “ლაზარე”-ს, დაუსწრებლად წარედგინათ ბრალი – შსს
შსს–ს მტკიცებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით განახორციელეს სპეცოპერაცია და”ქურდულ სამყაროსთან” კავშირში მყოფი 20 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის ორი ”კანონიერი ქურდია”.
“მოსამართლის განჩინების საფუძველზე, თბილისში, შიდა ქართლში, აჭარაში, გურიაში, იმერეთსა და კახეთში – 20 პირი დააკავეს, ხოლო 4 პირს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა, მათ შორის 2 ”კანონიერი ქურდია”. „ქურდული სამყაროს წევრობის“, „ქურდული სამყაროს საქმიანობის მხარდაჭერის“, „კანონიერი ქურდისთვის“ და „ქურდული სამყაროს წევრისთვის მიმართვის“ ბრალდებით დაკავებული არიან: 1984 წელს დაბადებული გ.დ. მეტსახელად „კოკოშკა“, 1984 წელს დაბადებული გ.მ. მეტსახელად „ფარეხელა“, 1973 წელს დაბადებული გ.ღ. მეტსახელად „უწყლო“, 1997 წელს დაბადებული თ.გ. მეტსახელად „ბელეშა“, 1968 წელს დაბადებული გ.ქ. მეტსახელად „ჯაგა“, 1998 წელს დაბადებული გ.ზ. მეტსახელად „ჩინელა“, 1985 წელს დაბადებული ი.დ. მეტსახელად „სტალინა“, 2006 წელს დაბადებული ლ.კ. მეტსახელად „ფოხრე“, 1998 წელს დაბადებული მ.მ., 1984 წელს დაბადებული ნ.ი., 1999 წელს დაბადებული თ.მ., 2000 წელს დაბადებული გ.ღ., 1995 წელს დაბადებული ი.ბ., 1972 წელს დაბადებული ა.რ., 1966 წელს დაბადებული მ.ზ., 1969 წელს დაბადებული ზ.ზ., 1959 წელს დაბადებული მ.ჩ., 1980 წელს დაბადებული ი.კ., 1982 წელს დაბადებული მ.მ. და 1974 წელს დაბადებული ვ.ლ.
რაც შეეხება საზღვარგარეთ მცხოვრებ, 1970 წელს დაბადებულ თენგიზ ხოფერიას მეტსახელად „ჭინკა“-ს და ირაკლი ლეჟავას მეტსახელად “ლაზარე”-ს, მათ ბრალი „კანონიერი ქურდობისთვის” დაუსწრებლად წარედგინათ, ხოლო, 1981 წელს დაბადებულ მ.ბ.-ს „ქურდული სამყაროს წევრობისთვის“. ინტერპოლის მიერ ძებნილ 1993 წელს დაბადებულ ე.მ.-ს ბრალი „ქურდული სამყაროს წევრობისა“ და გამოძალვის ფაქტებზე წარედგინა.
დანაშაულები 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
