ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით კამპანია ,,არა ნარკოტიკს“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით კამპანია ,,არა ნარკოტიკს“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში, საქართველოს საუნივერსიტეტო სპორტის ფედერაციის ინიციატივითა და მუნიციპალიტეტის ფინანსური მხარდაჭერით კამპანია ,,არა ნარკოტიკს“ ფარგლებში მუნიციპალიტეტის ჩემპიონატი მინი ფეხბურთში გაიმართა.
ტურნირი წარმატებით განხორციელდა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში და სამი გამარჯვებული გუნდი გამოვლინდა.
I ადგილი – „ჩაისფაბრიკა“
II ადგილი – „ჭარნალი“
III ადგილი – „ფაბრიკა 17“
ჩემპიონატი ოლიმპიური სისტემით მიმდინარეობს. მოხდა მუნიციპალიტეტის ჩემპიონი გუნდის გამოვლენა.
მუნიციპალიტეტების ჩემპიონი გუნდები იასპარეზებენ რეგიონულ პირველობაზე, ხოლო ფინალურ ეტაპზე გამარჯვებული გუნდი მონაწილეობას მიიღებს საქართველოს ჩემპიონატში.
ჩემპიონატის მთავარი მიზანია ახალგაზრდებში ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია, ერთად ვუთხრათ „არა ნარკოტიკს“ და ავირჩიოთ ჯანსაღი ცხოვრება!