ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება

ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება
ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
პრემიერის თქმით, ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა.
„ჩვენ ვართ პასუხისმგებლები იმაზე, რომ საქართველოში იყოს შენარჩუნებული მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ყველაზე მთავარი სიკეთე არის მშვიდობა და სტაბილურობა. გამჭვირვალობის კანონი იცავს ჩვენს სახელმწიფოს ექსტრემიზმისგან, რევოლუციებისგან. მთელმა საზოგადოებამ გაიგო, რომ რუსული კანონის ტერმინი ცრუპენტელობა იყო. ეს არის კანონი, რომელიც სრულიად შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს, მათ შორის ადამიანის უფლებების სფეროში და ეს კანონი იცავს ჩვენს ქვეყანას დესტაბილიზაციისგან. მათ შორის იმისგან, რომ იგივე ევროკავშირის ფონდებიდან, NED-იდან, USAID-იდან – ეს ყოფილი ამერიკული ფონდებია, რომელიც გააუქმა ტრამპის ადმინისტრაციამ, და ასეთი ფონდებიდან არ უნდა ხდებოდეს საქართველოში რევოლუციური პროცესების წახალისება“, – განაცხადა პრემიერმა.

ასევე დაგაინტერესებთ

პრემიერი – ერთია სახელმწიფოს და მისი პოლიტიკის მიმართ დამოკიდებულება და მეორეა ხალხის მიმართ დამოკიდებულება, სწორედ ამის გარჩევაა მნიშვნელოვანი, რასაც თავს გვახვევენ რუსოფობიის სახით, ეს არის პოლიტიკის გადატანა ხალხის მიმართ დამოკიდებულებაზე, მთავარია, ერთმანეთისგან გავმიჯნოთ სახელმწიფო, როგორც ასეთი და ერი, როგორც ასეთი