იმერეთში სჯერათ, რომ ახალი წლის განწყობა მთელ წელს გაჰყვებათ – “კურიერი” სოფელ ღვანკითში კუბლაშვილების მრავალშვილიან ოჯახს ესტუმრა

ნისლში გახვეული იმერეთიდან დათოვლილი მთები მოჩანს. თერჯოლის სოფელ ღვანკითში ძველი წელი უკვე გააცილეს. საახალწლო სამზადისი დასრულდა. კუბლაშვილების მრავალშვილიან ოჯახში ბუხარი დაინთო და სახლიც საახალწლო ფერებში განათდა.
ოჯახის დიასახლისი ტრადიციულ იმერულ კერძს ამზადებს. ეკალას თითქმის ყველა იმერულ სუფრაზე შეხვდებით. ამ ოჯახს საახალწლოდ განსხვავებული ტრადიციაც აქვს – ღუმელში გამომცხვარი ზუთხი ბოსტნეულთან ერთად.
ტრადიციას ოჯახის დიასახლისი აგრძელებს. ის დღესასწაულისთვის განსაკუთრებულად მოემზადა. კეცის მჭადებთან ერთად, სუფრას საახალწლო ნუგბარიც ამშვენებს. როცა ციფერბლატზე ისრები 12:00 საათს გაუსწორდა, მთელი ოჯახი სუფრასთან შეიკრიბა და ერთმანეთს საახალწლო სურვილები გაუზიარეს.
ამ მხარეში თვლიან, რომ ახალი წლის განწყობა მთელ წელს გაჰყვებათ. განწყობის შექმნაში მუსიკაც ეხმარებათ, სწორედ ამიტომ სიმღერით, ღიმილითა სიყვარულით ახალ 2024 წელს იმერეთიდან მთელ ქვეყანას საუკეთესო სურვილებს უგზავნიან.

ასევე დაგაინტერესებთ

ვიზალიბერალიზაცია არის ბოლო ბერკეტი ევროპელ ბიუროკრატთა ხელში, რისი გამოყენებაც უნდათ ჩვენს წინააღმდეგ, რომ შემდეგ ხელისუფლებაში მოიყვანონ მათი აგენტურა, რათა მეორე დღესვე გააჩაღონ ომი რუსეთთან და გახსნან მეორე ფრონტი

როდესაც პაველ ჰერჩინსკი მოლოტოვის კოქტეილის მსროლელზე, პოლიციელზე წიხლებით შემდგომზე ამბობს, რომ უსამართლოდაა დაკავებული, ის იმას კი არ ამბობს, რომ არ უსვრია ან წიხლით არ შემდგარა. დაკავებას უსამართლოს იმიტომ უწოდებს, რომ ის ამ ძალადობას ამართლებს – ესაა, როგორც ჩანს, მისი სათქმელი

უარი განვაცხადეთ, რომ საქართველო გამოეყენებინათ პროქსი ომში როგორც სატელიტი სახელმწიფო. მას შემდეგ არის მუდმივი მცდელობები, რომ „ქართული ოცნება“ ჩაანაცვლონ რადიკალური ოპოზიციით, ვინც ნებისმიერ დავალებას შეასრულებს