გორში ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 8 ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვები

გორში ორი მანქანა ერთმანეთს შეეჯახა. დაშავებულია 8 ადამიანი – ავტომობილების მძღოლები და რამდენიმე ქვეითი, მათ შორის ბავშვები.
არსებული ინფორმაციით, შემთხვევის შედეგად დაშავებულებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.
როგორც ტაბულას შინაგან საქმეთა სამინისტროში ეუბნებიან, გამოძიება სსკ-ის 276-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო. მუხლი გულისხმობს ტრანსპორტის მოძრაობის ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას, რამაც ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე დაზიანება გამოიწვია.