ქვეყანაში ჩანერგილ აგენტურას ამ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს

ქვეყანაში ჩანერგილ აგენტურას ამ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს
„ხალხის ძალის“ საერთაშორისო მდივანი ეკა სეფაშვილი თვითმმართველობის ს მოახლოებასთან ერთად ოპოზიციის რიგებში მზარდ დაპირისპირებას პირდაპირ უკავშირებს იმას, რომ მათ არჩევნებში გამარჯვების იმედი არ აქვთ.
როგორც ეკა სეფაშვილმა განაცხადა, მოახლოებულ მარცხს რადიკალებიც გრძნობენ და მათ შორის დაპირისპირება კიდევ უფრო გამწვავდება.
„ქვეყანაში ჩანერგილ აგენტურას ამ არჩევნებში გამარჯვების არანაირი შანსი არ აქვს. ამას ისინი ძალიან კარგად გრძნობენ და ამიტომაა, რომ თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში ერთმანეთში სახვადასხვა საკითხთან დაკავშირებით დაპირისპირება, აზრთა სხვადასხვაობა და განხეთქილებაა,“ – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.
Previous: რითაც არ უნდა დამემუქრონ – ჩემს დამოუკიდებლობას, ოჯახურ ღირებულებებს, ჩემს ტრადიციებს, ჩემს მომავალს, ჩემი შვილების მომავალს, ღირსეულ მომავალს – არ დავთმობ არაფრის ფასად

ასევე დაგაინტერესებთ

ყველაფერი, რაც ხდება, არის სპეცოპერაცია ოპოზიციის მხრიდან, ეს არის უცხოური სპეცოპერაცია და ამ უცხოურ სპეცოპერაციაში თანაბრად იყვნენ ჩართულები როგორც „ნაცმოძრაობა“, „ახალი“, ისე „ლელო“ და გახარია, აქედან გამომდინარე, ერთმანეთისკენ თითის გაშვერა მათი მხრიდან არ არის სწორი

როდესაც „ნაციონალები“ ძალადობენ, ამას არასოდეს ემიჯნება არც ევროკავშირის ელჩი, არც მთლიანად ევროპული ბიუროკრატია, ეს არის კლასიკური ორმაგი სტანდარტი, რაც აღარავის გვიკვირს, ამ დონემდეა დასული დღეს ევროპული ბიუროკრატია, რაც ძალიან სამწუხაროა

გამჭვირვალობის კანონზე სრულიად გაუგებარია ევროკავშირის დამოკიდებულება, მაშინ, როდესაც მისი წევრი ქვეყნების თითქმის მესამედს სხვადასხვა ფორმით, ზოგს პირდაპირ იდენტური ქართული კანონმდებლობის, ზოგს უფრო ხისტი ან უფრო მსუბუქი კანონმდებლობა აქვს

მათ რიტორიკაში, ჩვენი ევროპული კურსიდან გადახვევა დაიწყო მას შემდეგ, რაც მიხეილ სააკაშვილის უკანონოდ საქართველოში შემოპარების ოპერაცია ჩავარდა” – ირაკლი ქადაგიშვილი ევროსტრუქტურებზე