საქართველოში ამინდი მკვეთრად უარესდება

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 16 ნოემბერს დღის ბოლოდან 17 ნოემბრის დღის მეორე ნახევრამდე საქართველოში ცივი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებაა მოსალოდნელი. გამოცხადებულია წვიმა, მაღალმთიან რეგიონებში თოვლი, დასავლეთის მიმართულებით ძლიერი ქარი, ზღვაზე 4-5 ბალიანი შტორმული ღელვა.
სააგენტოს ცნობით, მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია საქართველოს მდინარეებზე წყლის დონეების მნიშვნელოვანი მატება, ხოლო მთიან და გორაკ-ბორცვიან ზონებში მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების ჩასახვა-გააქტიურება გამოიწვიოს.

ასევე დაგაინტერესებთ