Goldman Sachs–ის წმინდა მოგებამ და შემოსავალმა ბაზრის პროგნოზებს გადააჭარბა

ამერიკული ბანკის, Goldman Sachs Group-ის წმინდა მოგება 2025 წლის მეორე კვარტალში ერთ მეოთხედზე მეტით გაიზარდა, ხოლო შემოსავალი 15%-ით. ორივე მაჩვენებელმა ბაზრის პროგნოზებს გადააჭარბა.
აპრილ-ივნისში ბანკის წმინდა მოგებამ 3.72 მილიარდი დოლარი შეადგინა, წინა წლის ანალოგიურ პერიოდის 2.89 მილიარდ დოლართან შედარებით.
ერთ აქციაზე მოგება 8.62 დოლარიდან 10.91 დოლარამდე გაიზარდა.
Goldman Sachs–ის კვარტალური შემოსავალი წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან 12.73 მილიარდ დოლართან შედარებით 14.58 მილიარდ დოლარამდე გაიზარდა.
ვრცლად interfax – ზე