უკანონო მიგრანტებზე გვექნება ჩვენი ლეგიტიმური რეაქცია

უკანონო მიგრაცია ძალიან აწუხებს ჩვენს საზოგადოებას, აქაც პირობას ვდებთ, რაც კი ქართულ სახელმწიფოს, ქართული საზოგადოების ხელშეწყობით, რა თქმა უნდა, ექნება ბერკეტი და ჩვენ უკანონო მიგრაციას დავიყვანთ მინიმუმამდე,- განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ, გადაცემაში „იმედი-LIVE”.
მდინარაძე აღნიშნავს, რომ უკანონო მიგრანტების განუზომელად დიდმა რაოდენობამ ევროპა ძალიან ცუდ შედეგებამდე მიიყვანა, საქართველოში კი ამას „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არ დაუშვებს და მას ექნება ლეგიტიმური რეაქცია.
„იმიტომ რომ, ჯერ ერთი, ვიზუალურადაც კი ხალხზე ცდილობენ ზემოქმედებას, სადღაც ათეული ადამიანი შეიკრიბა და „რა ხდება საქართველოში“ ჯერ ერთი ახერხებენ ამით მანიპულირებას, დღეს არის სოციალური ქსელის ეპოქა და ერთ ვიდეოს გამოაგდებენ სოციალურ ქსელში და ხდება მთელი ვნებათაღელვა. მაგრამ ეს ერთი საკითხია მანიპულაციურად რას აკეთებენ და მეორე საკითხია, ის რეალურად რა ხდება. მართლაც ჩვენ ათასობით უკანონო მიგრანტი გვყავს, ევროპაში ამან ძალიან ცუდი შედეგები მოიტანა ბოლო ათწლეულების განმავლობაში ესეც ვიცით და ჩვენ ამას საქართველოში არ დავუშვებთ და შემდეგ არ დაიწყონ კიდევ რომ არიქა უცხოელებს დევნითო. უკანონო მიგრანტებზე გვექნება ჩვენი ლეგიტიმური რეაქცია, ქართული სახელმწიფოს რეაქცია იქნება ეს“,-განაცხადა მამუკა მდინარაძემ.

ასევე დაგაინტერესებთ

სოფლის მეურნებაში ინვესტიციების მოცულობა დაახლოებით ათჯერ არის გაზრდილი ჩვენი ხელისუფლების პირობებში, რის შედეგადაც, ამ წლების განმავლობაში სოფლის მეურნეობის პროდუქციის გამოშვება გაორმაგებულია

გურამ მაჭარაშვილი ევროკავშირ-სომხეთის სამიტზე: ევროკავშირისთვის და ბევრი სხვა ქვეყნისთვის საქართველო არის შუა დერეფანში ერთ-ერთი მთავარი როლის შემსრულებელი და შესაბამისად, მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს ფაქტორი იქნება გათვალისწინებული და რა თქმა უნდა, ამ თემაზე იქნება მსჯელობა