“საკუთარი კორპუსის წინ 10 პოლიციელი ურტყამდა, აქვს დაზიანებები” |რა მოხდა ქუთაისში ახალი წლის ღამეს? [VIDEO]

ახალი წლის ღამეს ქუთაისში, არდის დასახლებაში, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა მოქალაქეს საკუთარი მცირეწლოვანი შვილების თვალწინ სასტიკად სცემეს – ამის შესახებ ინფორმაციას უფლებადამცველები ავრცელებენ. მათი თქმით, საპატრულო პოლიციამ მოქალაქის დასაკავებლად არაჰუმანური მეთოდები გამოიყენა და დაპირისპირების ამსახველ ვიდეოკადრებსაც აქვეყნებენ.
იურისტების თქმით, მათი დაცვის ქვეშ მყოფს დაზიანებების კვალი სხეულის სხვადასხვა არეში აღენიშნება, რის გამოც მათ გენერალურ ინსპექციასა და სპეციალურ საგამოძიებო სამსახურს მიმართეს.
-ს ინფორმაციით კი, მოქალაქე ავტომობილს არაფხიზელ მდგომარეობაში მართავდა, არ დაემორჩილა პოლიციის მოთხოვნას მანქანის გაჩერებაზე, რის გამოც, სამართალდამცველები მას დაედევნენ.
“დაკავებულის ინფორმაციით, მას საპატრულო პოლიციის 5 ეკიპაჟი მისდევდა, რის შემდეგაც, როცა გააჩერა ავტომობილი, საკუთარი საცხოვრებელი კორპუსის წინ, 10 პოლიციელი ურტყამს. არავითარი ხელის შეშლა იქ არ ხდება დაკავების დროს, ან არდამოჩრიელბა. გამოყენებული იყო არაპროპორციული ძალა, რის გამოც, მიადგა სხეულზე უამრავი ფიზიკური დაზიანება” ამბობს ადვოკატი.
დაკავების შემდეგ, მოქალაქე ზესტაფონის დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაიყვანეს. მეორე ადვოკატის განცხადებით, დაზიანებების გამო, იზოლატორში სასწრაფო დახმარების გამოძახება მოითხოვა, რაც თავიდან სამართალდამცველებს არ სურდათ, თუმცა ექიმები ადგილზე მაინც გამოიძახეს და დააფიქსირეს ის დაზიანებები, რომლებიც მამაკაცს აღენიშნებოდა.
დაკავებული ამის შემდეგ ქუთაისის სასამართლოში გადაიყვანეს და ხელწერილით გაათავისუფლეს. სასამართლო პროცესი 16 იანვარს ჩაინიშნა.

ვიდეო