თბილისური ახალი CNN-ის რეპორტაჟში მოხვდა

თბილისური ახალი წელი მსოფლიო ობიექტივში – CNN-ის ვრცელ რეპორტაჟში, სადაც სხვადასხვა ქვეყნებში ახალი წლის ზეიმის კადრები აჩვენეს, საქართველოც მოხვდა. „ეს არის თბილისის თაიმზ სქვერი“, – ამბობს რეპორტაჟის ავტორი, რომელიც პირველი რესპუბლიკის მოედანზე იმყოფება. თბილისთან ერთად, სიუჟეტში ნაჩვენები იყო ახალი წლის საზეიმო ღონისძიება ნიუ იორკში, ლონდონში, პარიზში, რიო დე ჟანეიროში, ტოკიოში, ათენსა და მსოფლიოს სხვა ქალაქებში.