სამხრეთ კორეაში ოპოზიციის ლიდერი დაჭრეს. დემოკრატიული პარტიის ლიდერი, ლი ჯემიონს ცივი იარაღით სამხრეთის ქალაქ ბუსანში ვიზიტისას გაუსწორდნენ. ლიდერი საჰაერო გზით სეულის საავადმყოფოში გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით ლი ჯემიონს, რომელიც მცირედი განსხვავებით დამარცხდა 2022 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში, თავდასხმის შემდეგ ცნობიერება შენარჩუნებული ჰქონდა . თავდასხმის მოტივი უცნობია.