მთიანი ყარაბაღის “რესპუბლიკამ” არსებობა შეწყვიტა

2024 წლის 1-ელ იანვარს მთიანი ყარაბაღის თვითგამოცხადებულმა “რესპუბლიკამ” არსებობა შეწყვიტა – ბრძანებას ხელი ე.წ. რესპუბლიკის უკანასკნელმა “პრეზიდენტმა”, სამველ შაჰრამანიანმა ჯერ კიდევ სექტემბერში, მას შემდეგ მოაწერა, რაც აზერბაიჯანმა საომარი ოპერაციის შედეგად კონტროლი რეგიონის მთელ ტერიტორიაზე დაამყარა.
ბრძანება მოიცავს მითითებებს “ყველა სახელმწიფო უწყებისა და ორგანიზაციის” დაშლაზე. “მთიანი ყარაბაღის რესპუბლიკა წყვეტს არსებობას” – ნათქვამია ტექსტში.
შეგახსენებთ, რომ საერთაშორისო თანამეგობრობის მიერ აზერბაიჯანის ტერიტორიად მიჩნეული მთიანი ყარაბაღის დიდი ნაწილი 30 წელიწადზე მეტი დროით თვითგამოცხადებული რესპუბლიკის მთავრობის კონტროლის ქვეშ იყო.