EU და საქართველო | ეკონომიკური სარგებელი

რა ეკონომიკურ სარგებელს მოუტანს საქართველოს ევროკავშირში სრული ინტეგრაცია – გამოცემა “ბიემჯიმ” ევროკავშირის წევრი ქვეყნების მაგალითები დეტალურად შეისწავლა, რითაც გამოიკვეთა, რომ ევროპულ გაერთიანებაში გაწევრიანების პარალელურად ეკონომიკური ზრდა ჩქარდება.
მაგალითად, ბულგარეთი და რუმინეთი ევროკავშირის წევრები 2007 წელს გახდნენ. ამ დროისთვის რუმინეთის მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ მოსახლეზე მიმდინარე ფასებში 8,273 დოლარს შეადგენდა, ხოლო ბულგარეთის,რომელიც გაერთიანებაში ყველაზე ღარიბ ქვეყნად ითვლება 5,815 დოლარს.
ამჟამად კი ბულგარეთის მშპ ერთ მოსახლეზე 16 ათასი დოლარია, ხოლო რუმინეთში 18 ათას 400 დოლარი. ასეა სხვა ქვეყნების მაგალითზეც.
საქართველო ამ დროისთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა. ერთ მოსახლეზე კი მთლიანი შიდა პროდუქტი 8,165 დოლარია.
ვრცლად