სტივ კინი ქუთაისის “ტორპედოში” სპორტული დირექტორის პოსტსაც დაიკავებს

ქუთაისის ტორპედომ შოტლანდიელ სპეციალისტს, სტივ კინს კონტრაქტი 2 წლით გაუხანგრძლივა, კლუბის განცხადებაში ნათქვამია, რომ გამოცდილ მწვრთნელს უფლებამოსილება გაეზარდა და მწვრთნელის თანამდებობასთან ერთად, გუნდის სპორტული დირექტორის პოსტსაც დაიკავებს.
“1-ელი იანვრიდან სტივ კინი მთავარი მწვრთნელის პოსტთან ერთად, სპორტული დირექტორის (გენერალური მენეჯერის) თანამდებობასაც დაიკავებს. საუკეთესო ბრიტანული გამოცდილების გათვალისწინებით, იგი პასუხისმგებელი იქნება კლუბის სტრატეგიულ განვითარებაზე, მათ შორის ძირითადი გუნდის სამწვრთნელო, სამედიცინო და ადმინისტრაციული პერსონალის პროფესიულ განვითარებაზე, ახალი ფეხბურთელების შერჩევაზე, ასაკობრივ გუნდებთან და ტორპედოს აკადემიასთან თანამშრომლობით, კლუბის ახალი იდენტობის ჩამოყალიბებაზე”, – ნათქვამია კლუბის განცადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

მთავრობის გადაწყვეტილებით, ზამთრის ოლიმპიადაზე ფიგურულ ციგურაობაში ვერცხლის მედლის მფლობელები – ლუკა ბერულავა და ანასტასია მეტელკინა, ნახევარ-ნახევარი მილიონი ლარის ოდენობის პრემიას მიიღებენ

ნანა დიხამინჯია: დავუშვათ, წინა ხელისუფლება სულელი იყო და 9 წლის განმავლობაში რაღაცა გააფუჭა. ისეთი რა გააფუჭა, რომ 14 წლის განმავლობაში ვერ გამოასწორეთ? 1000 სპორტის მასწავლებელი ვერ გაზარდეთ 14 წელიწადში