იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა იზრდება

იაპონიაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 50-ს აღწევს. მსხვერპლის რაოდენობა ყველაზე დიდი ქალაქ ვაჯიმაშია, სადაც ოფიციალურად 15 ადამიანის დაღუპვა დასტურდება.
მიწისძვრის შედეგად, სხვა არაერთი ქალაქი და დასახლებაა დაზარალებული. სტიქიის ზონაში სამძებრო სამუშაოები გრძელდება. შესაბამისად, დაღუპულთა რიცხვი შეიძლება კიდევ გაიზარდოს.
მოსახლეობის ნაწილს არ მიეწოდება ელექტროენერგია. შეზღუდულია წყალმომარაგებაც.
ცენტრალურ იაპონიაში გუშინ 7.6 მაგნიტუდის სიმძლავრის მოხდა. სტიქიამ იაპონიის სანაპიროებზე დაახლოებით ერთი მეტრის სიმაღლის ტალღები გამოიწვია.

ასევე დაგაინტერესებთ

ლევან მახაშვილი: რეზოლუციებში პირდაპირ არის გაცხადებული, ინსტრუქციაა რადიკალური ჯგუფებისთვის, რომ აი, ეს არის ის ხაზი, ის საკითხები, რასაც უნდა ებრძოლოთ – ეს არის ეკლესია, პატივსაცემი ადამიანები, სახელმწიფო ინსტიტუტები, სუვერენიტეტი, ერთიანობა, მშვიდობა