უკრაინაზე მიტანილი მასობრივი დარტყმების შემდეგ, ბელგოროდი სამჯერ დაიბომბა

უკრაინაზე მიტანილი მასობრივი დარტყმების შემდეგ ბელგოროდი სამჯერ დაიბომბა. ს თავდაცვის სამინისტროში ირწმუნებიან, რომ მათ 17 რაკეტა ჩამოაგდეს. პირველი იერიშის შემდეგ ბელგოროდის გუბერნატორმა, თქვა რომ დაზიანდა სავაჭრო დაწესებულება და რამდენიმე მანქანა, დაშავდა ერთი კაცი, მეორე თავდასხმის დროს კი ერთი ქალი. მესამე თავდასხმის შემდეგ, ვიაჩესლავ გლადკოვის ცნობით, ერთი ადამიანი დაიღუპა. ბოლო მონაცემებით დაშავებულია 7 ადამიანი.
რუსმა ოკუპანტებმა კიევსა და ხარკოვზე დღეს მასშტაბური იერიშები მიიტანეს. დაღუპულია 4 და დაშავებულია 92 ადამიანი.