Reuters – სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა

სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანი ამოიფრქვა, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ისლანდიის მეტეოროლოგიურ სამსახურზე დაყრდნობით ავრცელებს.
ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის ცნობით, ვულკანმა ამოფრქვევა დღეს ღამით რეიკიანესის ნახევარკუნძულზე ქალაქ გრინდავიკის ახლოს, სუნდჰნუკის კრატერიდან დაიწყო.
„ამ დროისთვის ინფრასტრუქტურას საფრთხე არ ემუქრება. GPS-ის სიგნალების საფუძველზე, შეიძლება ითქვას, რომ ეს შედარებით მცირე მასშტაბის ამოფრქვევა იყო“, – ნათქვამია ისლანდიის მეტეოროლოგიური სამსახურის განცხადებაში.
პოლიციის განცხადებით, ქალაქ გრინდავიკიდან და ცნობილი გეოთერმული კურორტიდან „ცისფერი ლაგუნადან“ ადამიანების ევაკუაცია განხორციელდა.
ცნობისთვის, ეს 2021 წლიდან სამხრეთ-დასავლეთ ისლანდიაში ვულკანის ამოფრქვევის მე-12 შემთხვევაა.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე