სამხრეთ კორეაში ოპოზიციის ლიდერი დაჭრეს

სამხრეთ კორეაში, საჯარო ღონისძიების დროს, მთავარი ოპოზიციური პარტიის თავმჯდომარე დაჭრეს. როგორც BBC წერს, ლი ჩჟე მენი ჟურნალისტების კითხვებს პასუხობდა, როდესაც 60 წელს გადაცილებული კაცი მიუახლოვდა და, მოულოდნელად, ყელის არეში, დანით, ჭრილობა მიაყენა.
პარტია “ტობუროს” თავმჯდომარე საავადმყოფოში გადაიყვანეს. ექიმების თქმით, მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.
თავდამსხმელი ადგილზე დააკავეს. დანაშაულის მოტივი ჯერჯერობით უცნობია.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი