იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავი ტოკიოს აეროპორტში დაშვებისას, სავარაუდოდ, სხვა თვითმფრინავს შეეჯახა და ცეცხლი გაუჩნდა

იაპონიის ავიახაზების თვითმფრინავს, ტოკიოს ჰანედას აეროპორტში, ასაფრენ ბილიკზე ცეცხლი გაუჩნდა. BBC-ის ინფორმაციით, არსებობს ვარაუდი, რომ დაშვების დროს, თვითმფრინავი სხვა თვითმფრინავს შეეჯახა.
ავიაკომპანია იტყობინება, რომ ბორტზე მყოფი 379 მგზავრისა და ეკიპაჟის ევაკუაცია დროულად განხორციელდა. ავიაკომპანიის წარმომადგენლის ინფორმაციით, მიმდინარეობს ზარალის დადგენა. მომხდარზე კი გამოძიება დაიწყო.