,, ახლა წესით კაბებსა და ვარცხნილობებს უნდა ვარჩევდე გამოსაშვებისთვის… მაგრამ იზოლატორისთვის წიგნებს ვარჩევ” – თაკო გვილია

აქტივისტი თაკო გვილია სოციალურ ,,ქსელში წერს:
,,დღეს 15 ივლისია.
ახლა წესით კაბებსა და ვარცხნილობებს უნდა ვარჩევდე საქართველოს ეროვნული უნივერსიტეტი სეუ -ს გამოსაშვებისთვის, მაგრამ სწავლის დასრულებამდე ერთი კვირით ადრე, დალურჯებული გამომიშვა ჩემმა უნივერსიტეტმა.
და ერთადერთი, რასაც ახლა ვარჩევ — ის წიგნებია, რომლებიც იზოლატორში წამყვება.
დიდი არაფერი.
უბრალოდ, ის პატარ-პატარა ცხოვრებისეული მომენტები, რაც ამ ბრძოლას შეეწირა, მაინც მნიშვნელოვანი იყო.
ხვალ თათიას აქვს სასამართლო.
ზეგ — მე.
მისი განაჩენი ჩემი განაჩენიც იქნება.
შეიძლება არც დაგვაპატიმრონ.
მაგრამ საქმე ამაში არ არის.
საქმე იმაშია — რატომ უნდა გამეტარებინა ბოლო ერთი კვირა ამაზე ფიქრში?
რატომ უნდა მომემზადებინა ემიგრანტი მშობლები იმისთვის, რომ შეიძლება შვილი იზოლატორში ნახონ?
ასე მიდის ცხოვრება საქართველოში.
2 პარალელურ საქართველოში
სადაც ერთში ქუდებს აყრიან
მეორეში კი მე ვიქნები 4 კედელში.
საბოლოოდ კი მაინც
,,იმ ბედნიერ დღეს გაუმარჯოს, როცა ჩვენ გავჩნდით ამ ქვეყანაზე! “