[VIDEO] “იბერია 1999” “მალმიოსთან” ისევ დამარცხდა და კონფერენს ლიგაზე გადაერთვება

ჩემპიონთა ლიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში „იბერია 1999“ გასვლაზე „მალმიოსთან“ 1:3 დამარცხდა.
სახლში 1:3 წაგების შემდეგ, თბილისური გუნდი პირველ ტაიმში უპირატესობას ფლობდა, თუმცა მომენტებს ვერ ქმნიდა. შესვენების შემდეგ მასპინძლები, რომლებიც პირველი მატჩის ანგარიშიდან გამომდინარე, გეგმის მიხედვით მიზანდასახულად მოქმედებდნენ, გააქტიურდნენ და მაკარიძის კარი ორჯერ დალაშქრეს. ცოტა ხანში როზენბერგთან უხეშობისთვის მსაჯმა გ. მამაგეიშვილი გააძევა და ყველაფერი დასრულდა. დარჩენილ დროში როზენბერგის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა, მაკარიძემ ორჯერ გადაგვარჩინა, ალიმ დუბლი შეასრულა, ბოლოს კი შეცვლაზე შესულმა ძაგანიამ პრესტიჟის გოლი გაიტანა.
„იბერია 1999“ ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს, სადაც ს „ლევადიას“ დაუპირისპირდება – 22 ივლისს ტალინში, ხოლო 29 ივლისს თბილისში.
მალმიო – იბერია 1999 3:1
გოლები: 1:0 ალი (55), 2:0 იანსონი (60), 3:0 ალი (89), 3:1 ძაგანია (90+2)
გაძევება: გ. მამაგეიშვილი (62, იბერია 1999)
იბერია 1999: მაკარიძე, გ. ტაბატაძე (ახვლედიანი 86), ჯგერენაია, აგიაკვა, ზოური, დადიანი, ქარდავა (ძაგანია 66), გ. მამაგეიშვილი, ი. ტაბატაძე (ქობულაძე 86), სილაგაძე (ვრბანეცი 61), რუშევიჩი (ნ. ხორხელი 61)
· დდდ ახლა დაიწყებენ ზოგიერთები – ესაო, ისაო, ფსკერი ვაართო და ეგეთები.. არადა, აგერ, მსოფლიოში საკლუბო ფეხბურთის მონსტრად შერაცხულმა და ოქროს ბურთის კანდიდატებით გადავსებულმა პსჟ-მ, სულაც 0:3 წააგო და ჩვენი ბიჭები ორივე თამაშიდან გამოძვრნენ და 1:3-ბი წააგეს… კიდევ იტყვის ვინმე, რომ ქართული საკლუბო ფეხბურთი არ ვითარდება?!… დანახვა უნდა, ძმებო, ყველაფერს…
“განავალი უნდა შეჭამო და მოინელო” – “ინტერის” მწვრთნელი პსჟ-სთან მარცხზე
მხითარიანი: ეს იარაა – პსჟ-სთან წაგების გამო ტკივილი არ ყუჩდება
ევროპა ლიგა. V ტური: ოდიშარიას და სილაგაძის “რიგასი” “პაოკთან” დამარცხდა
ევროპა ლიგა. II ტური: ოდიშარიას ჩინებული გოლი გალათასარაისთან” – “რიგასმა” ისტორიულ ფრეს მიაღწია [VIDEO]
“ჩემი ფეხბურთელები სასურველი შედეგისთვის მზად არიან” – “იბერიას” მწვრთნელმა “მალმიოსთან” დაპირისპირებაზე ისაუბრა
გელაშვილი საბერძნეთის სუპერლიგის კლუბში გადავიდა
ევროპა ლიგა. I ტური: წაგების მიუხედავად, ოდიშარია ერთ-ერთი საუკეთესო იყო
ევროპა ლიგა. III ტური: მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა – “ლიონის” წარმატებული სერია დასრულდა