თბილისი პარიზის, ლონდონისა და ნიუ-იორკის გვერდით – CNN-მა ახალი წლის დადგომის კადრები საქართველოს დედაქალაქიდანაც გაავრცელა

როგორ აღნიშნეს ახალი, 2024 წლის დადგომა მსოფლიოს მასშტაბით – ამ თემაზე ამერიკულმა მაუწყებელმა CNN-მა სიუჟეტი მოამზადა.
პარიზი, ლონდონი, რიო დე ჟანეირო, ნიუ-იორკი… ეს იმ ქალაქების არასრული ჩამონათვალია, რომელთა საახალწლო ღონისძიებების კადრებსაც ტელეკომპანია ავრცელებს. აღნიშნულ ქალაქებს შორისაა საქართველოს დედაქალაქიც.
თბილისთან ერთად, სიუჟეტში ასევე ვხედავთ ტოკიოს, ჰონგ-კონგის, ბანგკოკის, დუბაისა და ათენის კადრებსაც.

ასევე დაგაინტერესებთ

ნაურუს რესპუბლიკის მხრიდან ე.წ. აფხაზეთის რესპუბლიკასთან და ე.წ. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაუქმების გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ საერთაშორისო სამართლის ნორმების პატივისცემა და დაცვა არის ჯანსაღი საერთაშორისო ურთიერთობების საფუძველი