კაია კალასი: “ოცნების” თავდასხმა დემოკრატიაზე მწვავდება, საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ძვირად დაუჯდება

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების საკითხებში, კაია კალასი ბრიუსელში საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრის შემდეგ სიტყვით წარსდგა და აღნიშნა, რომ მინისტრებმა საქართველოს საკითხიც განიხილეს.
მისი თქმით, მინისტრებმა შეაფასეს საქართველოში არსებული ვითარება და იმსჯელეს იმაზე, “კიდევ რისი გაკეთება შეუძლიათ”. როგორც კალასმა აღნიშნა, ეს უვიზო მიმოსვლის შეჩერებას და სანქციებსაც შეიძლება გულისხმობდეს.
“ქართული ოცნების” მიერ დემოკრატიაზე თავდასხმა სულ უფრო მწვავდება. დღეს ევროკავშირის მინისტრებმა შეაფასეს სამოქალაქო საზოგადოებისადმი მხარდაჭერა და სხვადასხვა ვარიანტები განიხილეს იმის შესახებ, თუ კიდევ რა შეიძლება გაკეთდეს.
ეს მოიცავს უვიზო რეჟიმის შეჩერებას, ასოცირების შეთანხმების შეჩერებასა და სანქციებს. საქართველოს დემოკრატიული უკუსვლა ძვირად დაუჯდება”, – აღნიშნა კაია კალასმა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)