ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნესცენტრში ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა

ბიზნესმენ ლაშა პაპაშვილის ბიზნესცენტრში, 14 ივლის ფინანსთა სამინისტროს საგამოძიემო სამსახურმა საგამოძიებო მოქმედებები ჩაატარა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში განუცხადეს, საგამოძიებო მოქმედებები ე.წ “ქოლ-ცენტრების” საქმეზე ჩატარდა.
„გიდასტურებთ, რომ საგამოძიებო სამსახური თანამშრომლების მიერ რამდენიმე კომპანიაში ე.წ. “ქოლ-ცენტრების” საქმეზე მიმდინარეობდა ოპერატიული და საგამოძიებო მოქმედებები“,- აცხადებენ უწყებაში.
მათივე ინფორმაციით საგამოძიებო მოქმედები გუშინ, 14 ივნისს რამდენიმე საათის განმავლობაში მიმდინარეობდა.

ასევე დაგაინტერესებთ

ალექსანდრე რაქვიაშვილი დავით ქართველიშვილს: გერბზე ლომები გვიხატია და წმინდა გიორგი, რომელიც ურჩხულს ამარცხებს. მე მომწონს ჩვენი გერბი… თუ მოგწონთ ქართული ოცნების საგარეო პოლიტიკა, ხომ არ მიიჩნევთ, რომ დროა რეფერენდუმი ჩავატაროთ …

ალექსანდრე რაქვიაშვილი მაკა ბოჭორიშვილს: … უკრაინელებს იქეთ ეჩხუბებით, გერმანიის ელჩს ლანძღავთ, ინგლისის ელჩს ლანძღავთ, ამერიკის ელჩი კი არც გვყავს… ვინ არის ჩვენი მეგობარი, ვინც ამ მომენტში დაგვეხმარება? (ვიდეო)