,,კორუფციაში ეჭვმიტანული პირებისგან ფინანსდებიან ლევან ხაბეიშვილი, ნოდარ მელაძე…” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი აცხადებს:
,,არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს ჰგონიათ ნაცები და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილები და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება.
ასეთი არის, მაგალითად, , რომელიც ყოველთვიურად იღებდა ხელფასს, ჩემი არც თუ ისე არასანდო ინფორმაციით, ყოველთვიურ ხელფასზე იჯდა. მას ჰქონდა კონკრეტული მეტსახელიც სახელფასო გრაფაში და იგივე წყაროდან ფინანსდება ასევე ნოდარ მელაძე, რომელიც სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით.
ვიღაცებს სურთ საკუთარი ბრალდებების გადაფარვა, არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილები არიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ, გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ და ამისათვის ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს.”