პირველი იანვრიდან ესტონეთში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება დაუშვეს

2024 წლის პირველი იანვრიდან ესტონეთში ერთნაირსქესიან წყვილთა ქორწინება დასაშვები გახდა.
ცვლილებები რიიგიკოგუმ – ესტონეთის პარლამენტმა – 2023 წლის ივნისში მიიღო და ძალაში 2024 წლის პირველი იანვრიდან შევიდა.
კანონპროექტს მხარი დაუჭირა 55-მა დეპუტატმა, წინააღმდეგი იყო 34, ხოლო ერთმა თავი შეიკავა.
გარდა ქორწინებისა, ჰომოსექსუალ პარტნიორებს უფლება მიეცათ, შვილები აიყვანონ მეორე ბიოლოგიური მშობლის თანხმობით.
ასევე, ძალაში რჩება ერთად ცხოვრების შესახებ ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა, რომელიც ესტონეთის კანონმდებლობაში 2016 წელს იქნა მიღებული.
გახდა პირველი პოსტსაბჭოთა ქვეყანა, რომელმაც ერთნაირსქესიანთა ქორწინება დააკანონა.
რუსეთში 2022 წლის დეკემბრიდან აიკრძალა ჰომოსექსუალობის, ბისექსუალობისა და ტრანსგენდერიზმის შესახებ პოზიტიური ინფორმაციის გავრცელება. ამისათვის გათვალისწინებულია ჯარიმები – მოქალაქეებისთვის 400 000 რუბლამდე და ორგანიზაციებისთვის ხუთ მილიონ რუბლამდე.
დაწერეთ კომენტარი

ასევე დაგაინტერესებთ

„სიკვდილი ამერიკას! სიკვდილი ისრაელს!“ – რუსეთში ირანის საელჩოსთან აშშ-ისრაელის მიერ ერთობლივი სამხედრო ოპერაციისას ლიკვიდირებული აიათოლა ალი ხამენეის პორტრეტებითა და ყვავილებით შეიკრიბნენ (ვიდეო)

გიგი წერეთელი – ვერ დავადასტურებ, რომ ფაშინიანი ან სომხეთი იქნება მთავარი მომრიგებელი დასავლეთსა და საქართველოს შორის, მაგრამ შესაძლებელია, გარკვეული როლის თამაში სთხოვოს „ქართულმა ოცნებამ”